სიახლეები
სიახლეები

იქნება თუ არა ზედმეტად ცხელი ივლისი და როგორ ამინდს უნდა ველოდოთ გამოცდების პერიოდში? - მთელი თვის პროგნოზი
04-07-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. პანდემიამ აბიტურიენტებს ახალი პროტოკოლი დაუწესა.

წელს გაიზარდა საგამოცდო დღეებისა და სესიების რაოდენობა. შეზღუდვების მიხედვით, გამოსაცდელებს გამოცდის დაწერა პირბადით მოუწევთ თუ საგამოცდო ოთახში კონდიციონერი იქნება ჩართული, თუ არადა აპლიკანტს მაგიდას ჯდომისას პირბადის გაკეთების ვალდებულება მოეხსნა. ახალი წესის მიხედვით, კონდიციონერები 30 გრადუსისა და მეტი ტემპერატურის  შემთხვევაში ჩაირთვება. 

ჩვენ დავინტერესდით, იქნება თუ არა ძალიან ცხელი ივლისი და შეუქმნის თუ არა ამინდი დისკომფორტს გამოცდაზე გასვლის მსურველებს. ამით ისიც შეგვიძლია წინასწარ ვივარაუდოთ, თუ რომელ დღეებში ჩაირთვება კონდიციონერები გამოცდებზე. 

გთავაზობთ ამინდის გრძელვადიან პროგნოზს, რომელსაც ჩვენ ერთ-ერთ სანდო საიტზე accuweather.com-ზე გავეცანით:

პროგნოზის მიხედვით, ივლისის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 37 გრადუსი დაფიქსირდება და ამ მაჩვენებელს 8 და 10 ივლისს მიაღწევს. ყველაზე დაბალი ტემპერატურა კი 27 გრადუსი იქნება. 

დღეს არსებული მონაცემების  მიხედვით, ივლისში ექვსი დღეა წვიმიანი. 10, 13, 14, 16, 21 და 27 ივლისს იწვიმებს, დანარჩენ დღეები კი უნალექოდ ჩაივლის.

როგორც საიტზე გვიჩვენებს, თვის უმეტეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 27-დან 37 გრადუსამდე იმერყევებს. 16 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალი იქნება. თუ ამ პროგნოზით ვიმსჯელებთ, ამ დღეებში საგამოცდო ოთახებში კონდიციონერები ჩართული იქნება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება