მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ადმინისტრაციამ 2019-2020 სასწავლო წელი შეაჯამა.
„მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით და მისი უშუალო ხელშეწყობით ჩვენი სკოლა აქტიურ მონაწილეობას იღებდა სასწავლო პროცესის წარმართვაში. ყველა პედაგოგი ჩართული იყო დისტანციურ სწავლებაში, რასაც ვანხორციელებდით „ზუმის“, „ვაიბერის“ და „მესენჯერის“ საშუალებით. არ დაგიმალავთ და გვყავს, ისეთი მოსწავლეებიც, რომელთაც არ ჰქონდათ წვდომა ამ პროგრამაში, თუმცა არც ისინი დაგვიტოვებია უყურადღებოდ, გაკვეთილებს ვუხსნიდით ტელეფონის გამოყენებით ინდივიდუალურად.
დამთავრდა სასწავლო წელი, პროგრამით გათვალისწინებული საკითხები გავიარეთ შეუფერხებლად, რაც უდავოდ მოსწავლეთა დიდი მონდომების დამსახურებაა.
რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა იყო ის, რომ გადავეცით მოსწავლეებს სიგელები და სერტიფიკატები დისტანციურ სწავლებაში აქტიური მონაწილეობისათვის, ასევე მშობლებს სიტყვიერად გადავუხადეთ მადლობა. რომ არა მათი სისტემატური ჩართულობა, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, გაგვიჭირდებოდა მუშაობა. ყველას ერთად დგომითა და დახმარებით განვლილი სასწავლო წელი ჩაითვალა დადებითად, თუმც იმასაც დავძენ, რომ კიდევ მეტადაა საჭირო პედაგოგების გადამზადება „ზუმის“, ასევე „თიმსში“ მუშაობის გათვითცნობიერებისათვის, რათა მომავალ სასწავლო წელს უფრო მეტად მომზადებული შევხვდეთ. ასევე გასათვალისწინებელია, იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და საერთოდ არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან. ეს, ალბათ, განათლების სამინისტროს პრეროგატივაა და იმედია გაითვალისწინებენ.
წელს უჩვეულო ვითარებაში დამთავრდა სასწავლო წელი. ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული რისკების გამო მეთორმეტე კლასი უჩვეულოდ დაემშვიდობა გიმნაზიას. თუმცა ჩვენი მეუფე მელქისედეკისა და აღმასრულებელი დირექტორის დეკანოზ პავლეს ლოცვა - კურთხევა არც მათ დაკლებიათ. მეუფემ სიტყვით მიმართა და გზა დაულოცა ცხოვრების შემდგომ ეტაპზე. ისინი დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე).
თითოეული ჩვენი კურსდამთავრებული თავიანთი სწავლითა და სიყოჩაღით, აუცილებლად იტყვიან როგორც გიმნაზიის, ასევე ქვეყნის წინაშე თავის წილ სიტყვას“,-აღნიშნულია გიმნაზიის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები...
თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
დღემ ძალიან ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაიარა
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები...
თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში