მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.
შუახევის მუნიციპალიტეტის წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა დისტანციური სასწავლო სემესტრი წარმატებით დაასრულეს. დირექტორმა მადლობა პედაგოგებს გადაუხადა სასწავლო პროცესის ნაყოფიერად წარმართვისთვის, მასწავლებლებმა კი მადლიერება მშობლების მიმართ გამოხატეს. გთავაზობთ სკოლის მასწავლებლის და დირექტორის წერილებს, რომლებიც მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.
„გილოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას! მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, მგონი, ყველაფერი ნორმალურად წარიმართა! გიგზავნით შეფასების ცხრილს მთელი II სემესტრისათვის! ძალიან კარგი ბავშვები გყავთ – ზრდილობიანი, პასუხისმგებლიანი, ჭკვიანები, მოტივირებული, ერთი სიამოვნებაა მათთან ურთიერთობა!
პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენთან თანამშრომლობით, შედეგით, რაც მოსწავლეებმა დადეს. ვფიქრობ, ჩვენი დისტანციური თანამშრომლობა შედგა, იმედია, ყველაფერი დალაგდება და შევძლებთ ერთმანეთის ახლოს გაცნობას!
წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში, მიხარია, რომ გაგიცანით!“- წერს ქიმიის წამყვანი მასწავლებელი თალო ჯაყელი.
სკოლის დირექტორი ზვიად ველიაძე მადლობას უხდის მასწავლებლებს, რომ დისტანციური სწავლების გამოწვევას თავი კარგად გაართვეს და შეძლეს იმაზე მეტი, ვიდრე ეგონათ რომ შეეძლოთ.
„თქვენი ძალისხმევა ბერად მეტია, ვიდრე დღეს შეგვიძლია შევაფასოთ. ბუნებრივია, რომ პროფესიონალი მასწავლებელი ახერხებს აღძრას მოსწავლეებში მზარდი მოტივაცია განვითარებით გამოწვეული სიხარულისკენ. კარგად მახსოვს მოსწავლეებთან თქვენი მიდგომების მომენტები, სადაც ბავშვები თავს დიდებად და ღირსეულებად გრძნობდნენ. ყველაფრისგან კარგის მჯერა (გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ), მაგრამ ამ ნახტომის წარმოდგენა ადვილი არ იყო. ამით მოგვეცით საფუძველი, რომ ყოველთვის უნდა ველოდოთ იმაზე მეტ კარგს, ვიდრე გონება გვკარნახობს, ყოველთვის უნდა ვაკეთოთ ცოტა მაინც იმაზე მეტი, ვიდრე შეგვიძლია.
მადლობა, პირველ რიგში, ადამიანური და განსაკუთრებით სითბოთი სავსე დამოკიდებულებებისთვის. მადლობას გიხდით ამ ყველაფერზე დაფუძნებულ მსოფლხედველობით საგანში პროფესიონალიზმისათვის. მოსწავლეების, მშობლების და თქვენი დისტანციური კოლეგების სახელით გულწრფელ მადლობას გიხდით.
ზოგჯერ მაქვს განცდა, დღე-ღამეში 24 საათია და კარგი მასწავლებელი 25 საათი სკოლისთვის ფიქრობს-მეთქი!
მახსენდება მომენტები, როცა პირდაპირი ურთიერთობისას ვერ შევძელი მოსწავლესთან კონკრეტული რამის მიღწევა და დისტანციურად საუკეთესოდ შეძელით. იხსნება უფრო ნათელი გზა ერთმანეთისგან და ყველაფრისგან სწავლისაკენ, სწავლით გამოწვეული სიხარულისაკენ. და როცა ნათელი გზები იხსნება, უკვე ცოდნიდან პირდაპირ განთლებისკენ შეიძლება სვლა. და თუ ცოდნას-განათლებას სულში ნათელის ქონა შეავსებს, შედეგი უკვე საზოგადო და ეროვნული იქნება.
პატივისცემითა და მომავალში თანამშრომლობის იმედით ზვიად ველიაძე,“-წერს დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები...
თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
დღემ ძალიან ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაიარა
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები...
თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში