მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიილია 2019-2020 სასწავლო წელი. თბილისის N24 საჯარო სკოლის IVგ კლასის მოსწავლეები მასწავლებელს დისტანციურად დაემშვიდობნენ და ვიდეოკოლაჟი მიუძღვნეს. კლასის დამრიგებელი ნინო ჩინჩალაძე ასევე დისტანციურად გამოემშვიდობა ბავშვებს და გზა დაულოცა.
„ჩემო პატარა მეგობრებო, წარმატებულ მომავალს გისურვებთ!“-წერს პედაგოგი და მოსწავლეებს ვიდეოს უძღვნის.
პედაგოგს მშობლებმაც მიმართეს თბილი სიტყვებით და მის მიმართ მადლიერება გამოხატეს.
„ადამიანს ხშირად სჭირდება ლამპარი, რომ წუთისოფლის ბნელი გაანათოს! ყველაზე უკეთ ბნელს „უხილავი საუნჯის“- ცოდნის ლამპარი ფანტავს! ადამიანურობის, ურთიერთსიყვარულის, სიკეთის ლამპარი. იცით ჩვენი პატარების თქვენდამი სიყვარულით და ნდობით ანთებული თვალები რას ამბობენ?- რომ ასეთი ჩირაღდანი ნამდვილად აანთეთ მათ სულებში.
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება ნინო მასწავლებელო. მადლობა, რომ იყავით ჩვენი პატარების ნამდვილი მეგზური და მასწავლებელი, კარგი ფსიქოლოგი და მეგობარი. მადლობა, რომ მეცნიერულ მწვერვალებზე ასაფრენად ფრენა ასწავლეთ, ცხოვრების მღვრიეში სამომავლოდ წარმატებულად სავალად გონება გაუვარჯიშეთ, სიკეთის მარცვლების აკენკვა ასწავლეთ, რომლებიც ნამცეცებადაა სამყაროში გაბნეული.
მადლობა, რომ ისწავლეს არა მარტო ქართული ანბანი, არამედ საფუძველი აქვთ ცხოვრების ანბანში კარგად გასარკვევად.
გეფერებით დიდი პატივისცემით IVგ კლასის მშობლები“,-წერია წერილში.
იხილეთ ბმული
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები...
თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
დღემ ძალიან ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაიარა
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები...
თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში