მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ღრელის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება „TEAMS-ში“, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კლასის ხელმძღვანელი ნინო შველიძე.
„მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს ძირითადად სამშობლოს თემაზე შექმნილი ლექსები და სიმღერები.. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ამავე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც მიულოცეს მოსწავლეებს მეოთხე კლასის დამთავრება და უსურვეს მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, ჯანმრთელობა, წარმატებები და სასკოლო ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო ასევე ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე, რომელმაც გზა დაულოცა მოსწავლეებს და საუკეთესო მომავალი, მშვიდობიანი არდადეგები და კარგი დასვენება უსურვა...
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელსა და მეოთხე კლასის მოსწავლეებს: ბარბარე ოქრომელიძეს, გივიკო იაძეს, ირაკლი ლომიძესა და ნიკოლოზ მაისურაძეს ლამაზი ღონისძიების ჩატარებისათვის.
სკოლის დირექტორმა ნონა ივანიძემ მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი სერტიფიკატებით დააჯილდოვა იმის გამო, რომ მათ წარმატებით დაასრულეს მეოთხე კლასი და აქტიურად იყვნენ ჩართული დისტანციურ სწავლებაში“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები...
თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
დღემ ძალიან ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაიარა
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები...
თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში