მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, დისტანციურ რეჟიმში, უჩვეულოდ ჩატარდა სიყვარულით სავსე და ემოციურად დატვირთული შეხვედრა თბილისის N89 საჯარო სკოლის IV5 კლასის მოსწავლეებისა და მათი დამრიგებლის, ასმათ მოდებაძის შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით „ეს ოთხი წელი“.
„მასწავლებელმა კლასი დაყო ხუთ ჯგუფად და შესთავზა, რომ თითოეულ ჯგუფს მშობლების დახმარებით თავად შეეჯამებინათ სკოლაში გატარებული წლები.
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. თითოეული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ჩართვა, რომელიც გამდიდრებული იყო სხვადასხვა სახის აქტივობებით საოცრად ემოციური აღმოჩნდა კლასის დამრიგებლისთვის, რომელიც აცრემლებული თვალებით გამოხატავდა მადლიერებას ბავშვებისა და მშობლების მიმართ, რომელთა სიტყვებიდან ზღვა სიყვარული იფრქვეოდა.
დისტანციურ ჩართვას ასევე ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი მიმოზა ტყებუჩავა, რომელმაც ბავშვებს და მათ მშობლებს მადლობა გადაუხადა ასეთი თბილი, სიყვარულით სავსე საღამოსთვის. მიულოცა სწავლის პირველი ეტაპის დასრულება და უსურვა შემდგომი წარმატებები“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები...
თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
დღემ ძალიან ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაიარა
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები...
თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში