მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციური სასწავლო სემესტრი წარმატებით დაასრულეს. მე-12 კლასელებს სკოლასთან და მასწავლებლებთან გამომშვიდობება ბოლო ზარის გარეშე მოუწიათ. პედაგოგები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს თბილი სიტყვებით გამოემშვიდობნენ. სკოლის დირექტორმა ლალი წულაიამ მათ სიტყვით მიმართა.
„ჩემო ძვირფასებო და საყვარლებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას, გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს, გაბრწყინებული ყოფილიყოს თქვენი მომავალი, თქვენ ოჯახებთან ერთად, უცნაური სასწავლო წელი გქონდათ მაგრამ დაძლიეთ...
მოწყობილი დარბაზი ნაირ-ნაირი ფერებით, მისალმებები, სიმღერები და ცეკვები, დალოცვა მასწავლებლების მიერ, ასე არ მოხდა, დღეს თქვენ მაინც ლამაზი დღე გქონდათ ჩემო შემოქმედო მოსწავლეებო, ბევრი რამ სამახსოვრო დაუტოვეთ სკოლას, რისთვისაც მადლობას გიხდით მასწავლებლების სახელით.
ერთხელ კიდევ გილოცავთ და გეფერებით ლუკა კალანდაძეს, ელენე კალანდაძეს და მანუჩარ შარაშიძეს.
მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღვის თქვენს აღზრდაში, მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს,
ღმერთი გფარავდეთ გზა დამილოცია“,- წერს ლალი წულაია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.