მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს - ნიკა ძიძიგურსა და ზურაბ ხარაიშვილს სკოლის დამთავრება დისტანციურად მიულოცა.
არსებული მდგომარეობის გამო, რომელიც პანდემიის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტას უკავშირდება, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები. თუმცა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ლაშის საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება დისტანციურად, სამახსოვრო ვიდეორგოლით მიულოცა.
„ლაშის საჯარო სკოლა ულოცავს მიმდინარე სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს - ნიკა ძიძიგურსა და ზურაბ ხარაიშვილს სკოლის დამთავრებას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და წინსვლას ცხოვრებაში!“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.
სკოლის ვიდეომილოცვა იხილეთ ბმულზე
კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა II კლასის მოსწავლე დაჩი ბერიშვილმაც, რომელმაც ნიკა ძიძიგურისა და ზურაბ ხარაიშვილისთვის ვიდეომილოცვა ჩაწერა და ლექსები წაიკითხა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მე-10 კლასელები საკითხს ჩაუღრმავდნენ, შეისწავლეს და ცოდნა გაიმდიდრეს