მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N89 საჯარო სკოლაში IVგ კლასის მოსწავლეების, მშობლების, დირექციისა და მოწვეული მასწავლებლების გამოსამშვიდობებელი ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
დაგეგმილი შეხვედრის ინიციატორი და წამყვანი იყო მასწავლებელი მელანია ანთაძე.
მასწავლებელმა და მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ერთობლივად შექმნილი ელექტრონული პრეზენტაცია „ბედნიერებით სავსე 4 წელი“.
მოსწავლეებმა სიყვარულით გაიხსენეს წარმატებით ჩატარებული ვიდეოგაკვეთილები, სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიები და ღონისძიებები, სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები, განხორციელებული პროექტები, ოლიმპიადებზე მიღწეული წარმატებები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსწავლეები მზად არიან მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, სიახლეებისა და ახალი გამოწვევების მისაღებად. მათ დიდი გამოცდილება მიიღეს დისტანციური სწავლებით, რომელშიც სკოლის დირექციისა და მასწავლებლის დაუღალავი შრომითა და დახმარებით პანდემიის პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაერთვნენ.
მშობლებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს კლასის მასწავლებელს მელანია ანთაძეს, დირექტორს მიმოზა ტყებუჩავას და მთელ გუნდს. აღნიშნეს, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს სკოლაზე, რადგან ამ სკოლაში პროფესიონალი და ბავშვებზე შეყვარებული დირექტორი და მასწავლებლებია. ყველა პირობაა შექმნილი განათლებული, განვითარებული, ჯანსაღი მომავალი თაობის აღსაზრდელად.
შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. პატარებს აღარ ეთმობოდათ ერთმანეთი და საყვარელი მელანო მასწავლებელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.