მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.
წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლა სასწავლო წელს აჯამებს.
„დასრულდა უჩვეულო და საინტერესო სასწავლო წელი, გუმბათის საჯარო სკოლა ულოცავს საქართველოს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ამ დღეს, გისურვებთ, ახალი სასწავლო წელი მშვიდსა და ჩვეულ გარემოში დაგვეწყოს.
პანდემიის პირობებში ჩვენი სკოლა გადავიდა ონლაინ გაკვეთილების ფორმატზე, თავდაპირველად „მესენჯერითა“ და „ფეისბუქგვერდებით“ დავიწყეთ მუშაობა, როდესაც სამინისტროსგან „თიმსის“ პაროლები მოგვივიდა, ჯერ მასწავლებლებმა ვისწავლეთ პროგრამა, შემდეგ ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად დავურეკეთ და ვასწავლეთ, შევქმენით „ფეისბუქჯგუფი“, რომელშიც შედიოდნენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები, აქ ვაზიარებდით ინფორმაციებს და ვასწავლიდით ერთმანეთს, გარდა მისა, აქტიურად დაგვეხმარნენ სკოლის ეკოკლუბის წევრი მოსწავლეები, რომლებიც ყველა აქტივობაში გვერდით გვიდგანან.
გვინდოდა მეცადინეობები მოსაწყენი არ ყოფილიყო მოსწავლეებისათვის, ამიტომ დიდი დრო დავუთმეთ არაფორმალურ განათლებას, დავიწყეთ ონლაინ ღონისძიებების ჩატარება, პირველი ასეთი პროექტი იყო დედაენის დღე, რომელიც „თიმსის“ გამოყენებით ჩავატარეთ, მას მოსწავლეთა და მასწავლებელთა 90% დაესწრო, ღონისძიება საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, დავინახეთ, რომ შეგვეძლო ასეთი ფორმით ბევრი რამ გაგვეკეთებინა.
გარდა „თიმსისა“, სხვა პლატფორმებსაც ვიყენებდით, კარგად ჩავერთეთ „ტვ სკოლის“ გაკვეთილებში, ვიყენებდით ამავე პლატფორმის ტესტებსაც. ვებინარებსა და პროექტებს ძირითადად „ზუმის“ საშუალებით ვაკეთებდით. აღვნიშნეთ ყველა მნიშვნელოვანი თარიღი: დედამიწის საათი, წიგნის კითხვის დღე, 26 მაისი და სხვა. ჩავატარეთ პოეზიის საღამო. გვქონდა ონლაინშეხვედრა გიორგი კეკელიძესა და სხვა ცნობილ ადამიანებთან.
საინტერესოდ ჩავატარეთ ბოლო ზარის ზეიმი, ეს იყო პროექტი ,,ბოლო ზარი სახლში" , მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთან ბოლო ზარი,, სახლში მივიდა", ორგანიზატორები იყვნენ ეკოკლუბის წევრები, მათ სპეციალური ჰიგიენური ტანსაცმელი ჩაიცვეს, ხმის გამაძლიერებლით, ზარის ხმითა და მილოცვით მთელი სოფელი შემოარეს და მეთორმეტე კლასელებს მასწავლებელთა მილოცვები სახლებში მიუტანეს, ეს იყო ძალიან ემოციური და გამორჩეული დღე ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის.
ბევრი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის გამორჩეული იყო „წიგნიერი მეყვავილე“, რომლის მიზანი იყო კორონავირუსისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური და ემოციური განტვირთვა. პროექტი სოფელში არსებულმა სოციალურმა საწარმო „გუმბათმა“ განახორციელა და ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაერთო, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სახლებში მივუტანეთ წიგნები და ყვავილების ნერგები, მოსწავლეები კითხულობენ წიგნებს და უვლიან ეზოებს, მალე კონკურსი გვექნება, სადაც უნდა გამოვავლინოთ საუკეთესო მკითხველი და საუკეთესო ეზო.
პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდა სკოლის ეკოკლუბი, სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“-ის პროექტში ქვემო ქართლის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.
სასწავლო წლის დასასრულს ყველა მოსწავლემ სერტიფიკატი მიიღო, რომლებიც კლასის ხელმძღვანელებმა დაუმზადეს, ზოგმა „ტვ სკოლის“ გვერდიდან, ზოგმა კი საკუთარი დიზაინით.
განხორციელებული აქტივობებისა და პროექტებისგან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუმბათის საჯარო სკოლამ წარმატებით გადალახა კორონავირუსის გამოწვევები, მართალია, გვქონდა უამრავი პრობლემა, თუმცა მაქსიმალურად ვეცადეთ, არცერთი მოსწავლე არ დარჩენილიყო ჩვენი ყურადღების გარეშე.
გვინდა მადლობა გადავიხადოთ მასწავლებლის სახლს, სკოლებისთვის საჭირო დროს საჭირო რესურსების შემოთავაზებისა და დანერგვისათვის, მადლობა „ტვ სკოლას“ და მადლობა ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.