მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ არაერთი კითხვა გააჩინა და მათ შორის, სასწავლო წლის დასასრულისთვის ერთ-ერთი აქტუალური გახლდათ, როდის და როგორ შეძლებდნენ მოსწავლეების წიგნების ჩაბარებას.
მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვები სასკოლო წიგნებს სექტემბერში დააბრუნებდნენ და ამის შესახებ etaloni.ge უკვე წერდა; თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მოცემულობა შეიცვალა და ახლა, სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად, მოსწავლეები ვალდებულები არიან, სახელმწიფო ქონება დააბრუნონ, მაგრამ აქაც გარკვეული რეკომენდაციებია გასათვალისწინებელი:
წიგნის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა, ერთ ჯერზე, ათ ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს;
დახურულ სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება და ასევე პირს, რომელიც წიგნს დააბრუნებს, უნდა ეკეთოს ხელთათმანი.
საქართველოს სკოლებში წიგნების ჩაბარების პროცესი უკვე დაიწყო და როგორც გავარკვიეთ, დამრიგებლები ცდილობენ, ეს მშობლების ხელით მოხდეს, რადგან, რაც უნდა ვისაუბროთ, ბავშვებს სოციალური დისტანციის დაცვა ელემენტარულად გაუჭირდებათ მაშინ, როდესაც დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდებიან.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა