2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ ბასილაძე 2019-2020 სასწავლო წელს აჯამებს.„ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება დაავალდებულა სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური, ელექტრონული ფორმით მიეწოდებინა მოსწავლეთათვის განათლება შეძლების ფარგლებში, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით.
აღნიშნული გამოწვევა გარკვეული სიახლე იყო ჩვენი სკოლისათვის. მოდიფიცირებული სასწავლო პროცესი თავდაპირველად რთული და უმართავი აღმოჩნდა, როგორც დიდების ისე პატარებისთვისაც, მაგრამ მასწავლებელთა
დაუზოგავმა შრომამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სკოლა და მოსწავლეები განათლებას არ
ჩამოსცილებოდნენ. ყოველგვარ გამოწვევას ახლავს შესაბამისი პრობლემებიც, მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი იყო ტექნიკისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. სკოლის ადმინისტრაციის მიერ შეიქმნა მოდიფიცირებული გაკვეთილების ცხრილი და გაკეთდა მოსწავლეთა რეგისტრაცია Feedc -ის ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე. თითოეულ საკლასო ჯგუფთან სკოლის ადმინისტრაცია აკეთებდა მონიტორინგს, სადაც ხდებოდა კვირის შეჯამება. მოსწავლეთა დიდად ნაწილი ერთვებოდა Feedc -ის სასწავლო პლატფორმით, მცირე ნაწილი messenjer - ით ან პირადი ზარებით. ასრულებდნენ დამატებით
ტელსკოლის დავალებებსაც. მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევდნენ
განმავითარებელ შეფასებას, რადგან მხოლოდ განმავითარებელი შეფასების გაკეთება შეიძლებოდა. მოსწავლეთა სრული ჩართულობისა და მოტივაციის ასამაღლებლად მასწავლებლებმა შეარჩიეს დისტანციური სწავლებისთვის შესაბამისი მეთოდები ახსნა , პრეზენტაცია, დემონსტრირება, ანალიზი, დისკუსია, ანიმაციური ფილმების ჩვენება, მუსიკალური ტექსტების მოსმენა. ერთმანეთის დავალებებისა და ნამუშევრების გაზიარება. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო ციფრული ტექნოლოგიების ფლობის ხარისხის ამაღლებას, ინტერნეტრესურსების გამოყენებას და უფრო მეტ ინფორმირებულობას გარკვეული საკითხების ირგვლივ.
ამ რთული გამოწვევის პერიოდში დასაფასებელია ყველა მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომა. მათ არაერთი ონლაინ პროექტი და ღონისძიება განახორციელეს, როგორც თემატური ასევე სხვადასხვა ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მშობლები, რომლებიც შვილებთან ერთად იზიარებდნენ და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ყოველდღიურ შესასრულებელ დავალებას. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ასეთი დამოკიდებულებისთვის, რომ ჩვენთან ერთად ცდილობდნენ დაეძლიათ არსებული რთული სიტუაცია მათი შვილების საკეთილდღეოდ.
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ყველა პედაგოგს და მოსწავლეს სასწავლო წლის დასრულებას. მადლობას უხდის მასწავლებლებს დაუღალავი უზადო შრომისათვის. იმედია ახალ სასწავლო წელს შევხვდებით სკოლაში ხალისით და ახალი ენერგიით“, - წერს ჯემალ ბასილაძე.