მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლის დირექცია XII კლასის მოსწავლეებს დისტანციურად გამოემშვიდობა და მომავლის გზა დაულოცა.
„ადამიანთა მოდგმის ყველა თაობას თავისი ბედისწერა, როლი და მისია აკისრია ამ სამყაროში. წლევანდელმა მე-12 კლასელებმა უამრავი ქარტეხილი გამოიარეს და მათი სკოლაში სწავლების დასასრულიც უჩვეულო გამოვიდა.
მინდა ვიფიქრო, რომ თქვენ, ჩვენო მე-12 კლასელებო განსხვავებული თაობა იქნებით, ჭკვიანები, მიზანსწრაფულები, შეუდრეკელები, სიკეთით და სიყვარულით აღსავსენი. თქვენ ახალ ცხოვრებას იწყებთ. დედამიწაც ახალი ღირებულებებით იწყებს სუნთქვას. მწამს, რომ სამყარო ახალ კარს აღებს, რომლიც იქით მხოლოდ სიკეთე და სიყვარულია.
ახალი სამყაროს მეკვლეობას გისურვებთ, დაგელოცოთ სავალი გზა და მხნედ, ქართული შემართებით შეუდექით ბედნიერი მომავლისკენ მიმავალ გზაწვრილებს, რთული ბილიკების დალაშქვრას.
გამარჯვებით დაწყებული ცხოვრება გამარჯვებით გააგრძელეთ თავისუფალ ერთიან საქართველოში!
გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...