სიახლეები
სიახლეები

განიხილავს თუ არა სწავლის 1 სექტემბერს დაწყებას პარლამენტი და შეჩერდება თუ არა პედაგოგების ხელფასების ზრდა?
23-06-2020
-
+


განათლების ბიუჯეტის დაახლოებით 127 მილიონით შემცირების მიუხედავად, არც ერთი პროექტი არ ჩერდება, მასწავლებელთა ანაზღაურებას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გულთმისნები უნდა ვიყოთ პანდემიიდან გამომდინარე დავინახოთ რა და როგორ იქნება - განაცხადა etaloni.ge-სთან საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა. 

„რამდენადაც მე ვიცი 20,4 მილიონი აკლდება განათლების ინფრასტრუქტურის პროგრამებს, საიდანაც 19 მილიონი არის ზოგადი განათლებიდან, 1 მილიონი პროფესიულიდან და რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, აქ ბიუჯეტი ემატება კიდეც ვინაიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები არის დაგეგმილი წელს. სინამდვილეში არც ერთი პროექტი არ ჩერდება. ეს არის დროში გადატანილი კოვიდვირუსის პანდემიის გამო.

ზუსტად გეტყვით, რომ 12,3 მილიონი გამოთავისუფლდა ზოგადი განათლების, სკოლების ტრანსპორტირების მიმართულებით. ასევე ახალი სკოლის რეფორმიდან გამომდინარე დისტანციურმა  სწავლებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენი პედაგოგები მნიშვნელოვნად ჩაერთვნენ დისტანციურ სწავლებაში“, - განცხადა გენადი მარგველაშვილმა.

შეეხება თუ არა ცვლილება მასწავლებელთა ხელფასს და გაიზრდება თუ არა სექტემბერში მათი ანაზღაურება იმ გრაფიკის მიხედვით, რომელიც დაგეგმილი იყო, აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის თავჯდომარე აღნიშნავს, რომ პედაგოგების ანაზღაურებას საფრთხე არ ემუქრება.

„მასწავლებელთა ხელფასებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მოკლედ ამის თქმა შემიძლია. დანარჩენი გულთმისნები უნდა ვიყოთ, რომ პანდემიიდან გამომდინარე დავინახოთ რა და როგორ იქნება“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა 2020-2021 სასწავლო წლის დაწყების თარიღმა 1 სექტემბერს გადმოიწიოს, როგორც ამას სკოლის დირექტორები და მასწავლებლები მოითხოვენ და ასეთ შემთხვევაში შეიცვლება თუ არა მოსწავლეთა სკოლაში ჩარიცხვისას გასათვალისწინებელი ასაკი - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მსგავსი სიახლეების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„არსებობს რაღაც წესები, რომელსაც პარლამენტი იღებს და არსებობს წესები, რომელიც პირდაპირ რეგულირდება სამინისტროს მიერ. ჩვენ სხვა მიმართულებით ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად. არის რამდენიმე კანონპროექტები, რომელსაც ახლა საუბარი არ მინდა, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობთ და დაჩქარებული წესით შეიძლება იყოს განხილული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არ მივესალმები ამ ფორმით განხილვას, მაგრამ არის ხოლმე გამოუვალი მდგომარეობები, როცა დაჩქარებული წესით განხილვა საჭიროა.

რაც შეხება სწავლის პირველ სექტემბერს დაწყებას, აღნიშნულთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ამის შესახებ მე პირველად თქვენგან გავიგე“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

იხილეთ ასევე: სწავლა 1 სექტემბერს დაიწყოს, სწავლების ფორმატი კი სკოლებმა თავად აირჩიონ - მოაწერთ თუ არა ხელს პეტიციას?

განათლების სამინისტროს დაფინანსება 127 705.2 ლარით მცირდება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

გაკვეთილის თემა გახლდათ - „ფიზიკისა და  მეცნიერების განვითარება“

მოსწავლეები თემატურად შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით, იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება