მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯვარის N1 საჯარო სკოლის X-XI კლასების მოსწავლეები ჯვარის სათემო განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ - გამარჯვებულები გახდნენ.
სკოლის დირექტორი იზოლდა ჭიჭინაძეა.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ ზუკა ქარდავა - გუნდის კაპიტანი, სალომე ქანთარია, ანი მატუა, ნინო რუხაია, იაკობ ქანთარია, ირაკლი სამუშია.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თემზე" ფარგლებში. ინტელექტუალური თამაშის წამყვანი იყო ჯვარის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული, სათემო განათლების ცენტრის აქტიური თანამშრომელი, ნუგზარ შანავა. კონკურსი ჩატარდა დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმაზე.
„ჯვარის სათემო განათლების ცენტრი (დირექტორი: მაია ჭანტურია), რომელიც ფუნქციონირებს 2010 წლიდან, მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების ინტელექტუალურ განვითარებაზე და ძალიან საინტერესო პროექტებს სთავაზობს მათ. ცენტრის ოცი ათასამდე ბენეფიციარს შორის არიან ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ცენტრის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.
ჯვარის 1-ლი საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სახელით, ვულოცავ მე-10 კლასის მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებ მომავალ წარმატებებს, ჯვარის სათემო განათლების ცენტრს კი დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენი მოსწავლეების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“,-აღნიშნავს მე-10 კლასის დამრიგებელი ლელა ქუხილავა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...