სიახლეები
სიახლეები

სექტემბრიდან სკოლებში მონაცვლეობით ივლით? - განრიგის დაწესება და „კლასტერებად“ გაყოფილი კლასები
24-06-2020
-
+


მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, კვლავ აქტუალური რჩება სოციალური დისტანცირება და პირბადის ტარება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამ მხრივ ვითარება არც ახალი სასწავლო წლისთვის გამოსწორდება და უარეს შემთხვევაში, სექტემბერსაც დისტანციური სწავლებით შევხვდებით, მით უმეტეს, ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს ელექტრონული სახელმძღვანელოების მომზადება დაავალა. თუმცა რეალურად, არავინ იცის, რა მოცემულობა გვექნება შემოდგომით და არც წინასწარ განგაშის ატეხვა იქნება სწორი, მაგრამ ფაქტია - სკოლებში დაბრუნების შემდეგ გარკვეული რეკომენდაციების შესრულება ყველას მოუწევს და მათ შორის უმთავრესი, ისევ და ისევ ორმეტრიანი დისტანციის დაცვაა, რაც მრავალრიცხოვანი კლასების შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, გაჭირდება.

რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ დროს სკოლამ? - შეამციროს, გაკვეთილების დრო; გაყოს კლასები და რამდენიმე ცვლიანი სწავლება დააწესოს; უზრუნველყოს მოსწავლეების გაკვეთილზე ჯდომა პირბადით... და კიდევ უამრავი ნიუანსი. თუმცა არც ეს ჩამონათვალია პანაცეა - ზოგი სკოლა სამცვლიანიც კია, ზუსტად, საკლასო ოთახების დეფიციტის გამო და ასეთ დროს, კლასების გაყოფასა და ცვლების დამატებაზე ფიქრი უტოპია გამოდის.

ამიტომაცაა, კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მიღება, ამ გადმოსახედიდან, საკმაოდ ჭირს, თუმცა როგორც ირკვევა, აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ მოსწავლეებმა მონაცვლეობით იარონ სკოლაში და ასე წარიმართოს სასწავლო წელი - ამ მეთოდის დანერგვას ამერიკისა და ევროპის სკოლებიც გეგმავენ. ამიტომ, გამორიცხული არ არის, განრიგით სიარული ჩვენი ქვეყნისთვისაც აქტუალური გახდეს, მით უმეტეს, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის უშუალო კონტაქტი აუცილებელია. 

რა სახის გრაფიკი დაწესდება, როგორი პერიოდულობით ივლიან მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებებში და როგორ დაიყოფიან ე.წ კლასტერებად მოსწავლე-მასწავლებლები, ჯერჯერობით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, მაგრამ როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია, გრაფიკით სწავლებაზე მსჯელობა ნამდვილად მიდის და შესაძლოა სოციალური დისტანცირების დასაცავად, ეს  გარკვეული სკოლებისთვის ერთადერთი გამოსავალიც კი იყოს. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება ახალ სასწავლო წელს, როგორც ჩანს, შემოდგომით მხოლოდ წიწილებს კი არა, გრაფიკით განსაზღვრულ დღეებსაც დავითვლით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება