სიახლეები
საინტერესო

მასწავლებლის დეკრეტული შვებულება - უხდის თუ არა სკოლა თანხას და ეკუთვნით თუ არა 6 თვის ხელფასის ანაზღაურება პედაგოგებს?
22-07-2020
-
+


„დეკრეტული შვებულება მოვითხოვე, აქამდე ვიცოდი, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, გარდა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გაღებული 1000 ლარისა, დამსაქმებლისგან 6 თვის ანაზღაურება ეკუთვნოდათ. როგორც სკოლაში მიხსნიან, ეს შეუძლებელია, რადგან სკოლას საკმარისი თანხა არ გააჩნია. მითხრეს, თუ მე გადამიხდიდნენ დეკრეტულის თანხას, მაშინ ხელფასს ვერ გადაუხდიდნენ იმ ადამიანს, ვინც ჩემი შემცვლელი იქნებოდა სკოლაში, რატომ ვერ ვიღებთ კუთვნილ თანხას მასწავლებლები და რატომ ვერ ვსარგებლობთ შრომის კოდექსში გაწერილი უფლებებით?“ - ამ წერილით ერთ-ერთმა პედაგოგმა მოგვმართა.

შემცვლელი პედაგოგისთვის გადასახდელი ხელფასი და თანხების არარსებობა - წერილის ავტორის მსგავსად, სწორედ ეს მიზეზები დაასახელეს რამდენიმე სკოლის დირექტორმა და ბუღალტერმა, რომლებსაც ჩვენ ამ საკითხზე ვესაუბრეთ. Etaloni.ge მათგან შეეცადა მიეღო პასუხი კითხვაზე - რატომ ვერ იღებენ მასწავლებლები დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას მაშინ, როდესაც იგივე სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, გარდა სახელმწიფოსგან მიღებული 1000 ლარისა, დასაქმებულებს დეკრეტული შვებულების 6 თვეს უნაზღაურებს.

როგორც აღმოჩნდა, სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგებს დეკრეტულის ანაზღაურებაზე უარს, ბიუჯეტში თანხების არ არსებობის მიზეზით ეუბნება. მათი განმარტებით, დასაქმებული კადრის დეკრეტულ შვებულებაში გაშვების შემდეგ, საჭიროა სხვა თანამშრომლის აყვანა ან საათების სხვაგვარად გადანაწილება და თუ დეკრეტულის თანხას გასცემენ, სკოლას აღარ ექნება რესურსი, ახალ პედაგოგზე ხელფასი გასცეს:

„ეს ჩვენს სურვილზე არაა დამოკიდებული. რატომ არ უნდა მინდოდეს რომ ჩემს თანამშრომელს დეკრეტული შვებულების თანხა მივცე? მაგრამ ეს შეუძლებელია, ამ თანხას სამინისტრო უნდა გასცემდეს და ჩვენ წინააღმდეგები არ ვიქნებოდით. სკოლას კი საამისოდ თანხები არ გააჩნია“, - ამბობენ თბილისის სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

რა წერია კანონში? 

შრომის კოდექსში ვკითხულობთ, რომ დასაქმებულს/საჯარო მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო - 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

მიუხედავად იმისა, რომ კანონით, დასაქმებულებს 6 თვე უნდა უნაზღაურდებოდეთ, ხშირად ეს მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. რაც, რა თქმა უნდა, დამსაქმებლებს უფლებას აძლევს, ხარჯები დაზოგონ.

შრომის კოდექსის 29-ე მუხლით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.

შრომის კოდექსს კანონივე უპირისპირდება და თუ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ დასაქმებულს 6 თვე ანაზღაურებადი შვებულების უფლება აქვს, კანონშივეა განმარტებული, რომ შვებულების ანაზღაურება გაიცემა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოხელის შრომითი გასამრჯელოს ოდენობით. გამოდის, რომ ეს დირექტორის ნებაზეა დამოკიდებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება (1000 ლარი) სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

დეკრეტული ანაზღაურების მოთხოვნით, მასწავლებლებმა 2018 წლის 17 იანვარს პეტიცია კი შექმნეს.

„გთხოვთ მოაწეროთ ხელი მასწავლებლისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხს... მხოლოდ პედაგოგებს არ უხდიან ამ თანხას.... და 6 თვე უფასოდ უშვებენ სახლში (ან იძულებულები არიან დატოვონ პატარა ბავშვი და იმუშაონ), კონტრაქტში კი უწერიათ ანაზღაურებადი შვებულება, რაც რეალურად ტყუილია. ყველაფერში მასწავლებლებს რატომ ჩაგრავენ ამ ქვეყანაში? საშველი არ ჩანს არასდროს!“ - ეწერა პეტიციის ტექსტში, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მოთხოვნაც მოთხოვნად დარჩა და შედეგი დღემდე არ მოჰყოლია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება