მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის დირექტორმა მაია გაწერელიამ პედაგოგები გლობალური პანდემიის პირობებში, დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიური და წარმატებული ჩართულობისთვის მადლიერების სიგელით დააჯილდოვა.
დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობისთვის სკოლის დირექტორმა ასევე მადლიერების სიგელი გადასცა მოსწავლეებს და მშობლებს.
„მასწავლებლების შრომა უშედეგო იქნებოდა მოსწავლეებისა და მშობლების განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე“ - წერს სკოლის დირექტორი და მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს თავდადებისთვის, შრომისმოყვარეობისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობას უხდის.
„ამ თვეების განმავლობაში მასწავლებლებმა საზოგადოების მხრიდან მხურვალე აპლოდისმენტი, დამსახურებული ტაში მიიღეს.
ვირტუალურ სივრცეში ჩასახლებულმა სკოლამ ყველას ოჯახში შეაბიჯა და ონლაინ გაკვეთილებით შესაძლებელი გახდა სასწავლო პროცესის გაგრძელება.
ლეხაინდრაოს სკოლის პედაგოგებმაც ღირსეულად აუწყვეს ფეხი ახალ გამოწვევას და შესაშური მონდომებით მოარგეს ტექნოლოგიური პლატფორმები საკუთარი მოსწავლეების საჭიროებებს.
მასწავლებლების შრომა უშედეგო იქნებოდა მოსწავლეებისა და მშობლების განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ასეთი თავდადებისთვის, შრომისმოყვარეობისა და საქმისადმი ერთგულებისთვის.
ეს მადლობის სიგელები მხოლოდ ნაპერწკალია იმ დამოკიდებულებისა, რასაც ვგრძნობ ჩემი დაუღალავი, ფუსფუსა მასწავლებლების, აქტიური, წარმატებული მოსწავლეებისა და მშობლების მიმართ.
მიიღეთ ჩემგან უდიდესი სიყვარული და პატივისცემა.
სექტემბერში შევხვდებით ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს და ჩვეული მიდგომებით დავწერთ ბევრად წარმატებულ ისტორიებს.
მადლობა, კოლეგებო, მოსწავლეებო, მშობლებო!“,- წერს მაია გაწერელია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...