მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ქალაქ თბილისის (გლდანის რაიონი) სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“, დირექტორ ნაზი ნაზდირაძის ხელმძღვანელობით, უკვე 25 წელია აღსაზრდელებს ოჯახურ, მყუდრო, მეგობრულ, უსაფრთხო გარემოს უქმნის.
სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ ზრუნავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე, ქმნის უნიკალურ და თვითმყოფად გარემოს, სადაც ბავშვი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს 12 წელს ატარებს, ვითარდება, უყალიბდება ღირებულებები.
დირექტორი და სკოლის ადმინისტრაცია მჭიდრო კომუნიკაციას ამყარებს მშობლებთან. რადგან, როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება. მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში ქმნის უსაფრთხო, მეგობრულ, მიზანმიმართულ უწყვეტ ჯაჭვს მოსწავლის სასწავლო პროცესში. ამ ჯაჭვის გასამყარებლად, მშობელთა აქტიური ჩართულობით ტარდება მრავალი აქტივობა, რომელიც ბავშვების ცხოვრებას ლამაზი წუთებით ასაზრდოებს.
2019-2020 სასწავლო წელი სკოლა-ლიცეუმ „ცოდნასთვის“ საიუბილეო წელია, სკოლას დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში იგეგმებოდა გრანდიოზული ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებული იყო საიუბილეო თარიღთან.
სკოლის პირველი დღე ოცდამეხუთე პირველკლასელთა და სკოლის მოსწავლეთა ცხოვრებაში დაუვიწყარი, ლამაზი წუთებით იყო აღსავსე.
სიმბოლურად სკოლაში ჩატარდა ღონისძიება „ჩვენ უკვე 25 წლის ვართ!“ დირექტორმა მადლობის სიგელი გადასცა მშობლებს ჩართულობისთვის.
ნოემბერის მიწურულს გაიმართა ვენო ცინარიძის მშობლის, ლალი ფრუიძის წიგნის - „ვარსკვლავებს გაჩუქებთ“ პრეზენტაცია და პოეზიის საღამო.
სკოლა განსხვავებულად და ორიგინალურად შეხვდა ახალი 2020 წლის მობრძანებას საახალწლო კარნავალით; საქველმოქმედო აქციებით : ,,სიკეთე გადამდებია“; სკოლამ უზრუნველყო მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობით ტური ბაკურიანში პროექტით: „ლამაზი დღეები ბაკურიანში“; პროექტი მეგობრობისა და ტოლერანტულობის მიზნით „იმიტომ, რომ მიყვარხარ“.
სკოლის დღის წესრიგში წიგნიერებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. დირექტორის, პედაგოგებისა და მშობელთა ჩართულობით ჩატარდა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე: „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“.
სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ თანამშრომლობის არეალს წლიდან წლამდე ზრდის. მიიღო მადლობის სიგელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
განხორციელდა მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი ,,ქართული ფესვები“. პროექტი ემსახურება თურქეთში არსებულ ქართულ სათვისტომოებთან ურთიერთობის დამყარებას. პირველ ეტაპზე შედგა ტელეხიდი სტამბოლში არსებულ შოთა რუსთაველის საზოგადოების და ქართული ენის ცენტრის წარმომადგენლებთან. პროექტის მეორე ეტაპზე ჩვენი თანამემამულენი
ესტუმრნენ სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ და გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ სასკოლო საზოგადოებამ და სკოლის აღსაზრდელებმა, დირექტორს, ქალბატონ ნაზი ნადირაძეს სკოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და მადლიერების გამოხატვის მიზნით განსაკუთრებულად ლამაზი დღე აჩუქეს.
ცხოვრების აჩქარებული ტემპის ფონზე სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ წლის ბოლომდე შესასრულებელ გეგმებს აწყობდა ლამაზ თაროებზე, და უცებ, მსოფლიოს წინაშე, ახალმა გამოწვევამ იჩინა თავი… გამოწვევამ, რომელმაც გვაიძულა სხვა მიმართულებით გადაგვეწყო გეგმები.
შექმნილ ვითარებაში კარგად გამოჩნდა გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი მიდგომისა და სწრაფი რეაგირების მნიშვნელობა. გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი სკოლის მთავარი მოტივაციის წყარო ჩვენი აღსაზრდელები იყვნენ – კრიზისის მიუხედავად, თითოეული პედაგოგი საერთო იდეით ხელმძღვანელობდა, რომ მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიღება ყოფილიყო შესაძლებელი… შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და სწრაფადვე ჩავრთეთ თითოეული მოსწავლე და მშობელი ახალი გამოწვევის ფერხულში, გავაცანით დისტანციური სწავლების დეტალები, შევასწავლეთ classroom-სა და zoom-ში მუშაობა. თითოეული პედაგოგი ცდილობდა, ჯერ თავად შეესწავლა სიახლე და შემდეგ ღირსეული ონლაინ გაკვეთილი შეეთავაზებინა მოსწავლეებისათვის. ნელა-ნელა ამ სირთულეებმა უკვე სასიამოვნო შემეცნებითი ფუნქცია შეითავსა და ამ ფონზე გამოჩნდა ახალი ტელეპროექტი „ტელესკოლა“, რომელიც მოიცავს I-XII კლასების ყველა აუცილებელ საგანს და სხვადასხვა აქტივობებს. გათვალისწინებულია მშობელთა ჩართულობაც, მათთვის რეკომენდაციების, მიდგომებისა და რჩევების მიცემა, ასაკობრივი
თავისებურებებიდან გამომდინარე. „ტელესკოლამ“ როგორც სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ აღსაზრდელების, ასევე მათი მშობლების პოზიტიური გამოხმაურება მოიპოვა.
დისტანციური სწავლების ფორმატზე მუშაობის დაგეგმვა და მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა იყო სკოლის ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი. მიმდინარეობდა არა მხოლოდ ონლაინ გაკვეთილები, არამედ სხვადასხვა პროექტები და გამოწვევები: „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ , „საქველმოქმედო ღონისძიებები“, „დედაენის დღე“ , „დედამიწის დღე“ , შიდა სასკოლო ონლაინ კონფერენციები, სასკოლო კონკურსი: „ხმა ცოდნისა“, „საქართველო ჩვენია“... ჩანახატების კონკურსი - საინტერესოა, როგორ აღიქვამენ ისინი დღევანდელობას, რას გრძნობენ, რა სტკივათ, რა ეიმედებათ, რა ანუგეშებთ და რაზე ოცნებობენ... ონლაინ ბოლო ზარი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ონლაინ დებატები „პატრიოტიზმი და ფსევდოპატრიოტიზმი“ ...
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მასწავლებლები არც ერთი მოსწავლის აქტივობას არ ტოვებენ შეუმჩნევლად, დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებს და მათ მშობლებს გადაეცათ მადლობის, აქტიურობის და წარმატების სიგელები.
სკოლის შესახებ საინფორმაციო და სასკოლო ცხოვრების შესახებ სტატიები გამოქვეყნდა ჟურნალ-გაზეთებში: სახალხო განათლება, ახალი განათლება...“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...