მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო წელი დაიწყოს 1 სექტემბერს, სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა ინდივიდუალურად მიიღონ - აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციამ პეტიცია შექმნა.
რატომ ითხოვენ სწავლის 1 სექტემბერს დაწყებას - საკითხზე განმარტება სკოლის ლიდერთა ასოციაციის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ელზა ბადაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პროგრამის გავლა დისტანციურ რეჟიმში ვერ მოესწრო და ორი კვირა ამ პროგრამის დასაძლევად უნდა გამოიყენონ.
„როგორ უნდა წარმართულიყო დისტანციური სწავლება, ოფიციალურად, სკოლებმა ძალიან გვიან მივიღეთ. „თიმსის“ პროგრამაში მუშაობა პედაგოგებმა არ იცოდნენ - როგორ შესულიყვნენ, დარეგისტრირებულიყვნენ... ძალიან ცოტა პროცენტი იყო ჩართული ამ პროცესებში აქტიურად - ზოგს ინტერნეტი არ ჰქონდა, ზოგს კომპიუტერი. ჩავარდა სასწავლო პროცესი და პროგრამა ვერ გავიარეთ. ამან გამოიწვია ის, რომ აუცილებელია 1 სექტემბრიდანვე დავიწყოთ სწავლა, რომ ამ ორმა კვირამ მოგვცეს საშუალება, ცოტა მაინც დავძლიოთ ის პროგრამა, შემდეგ ვფიქრობთ, შაბათებიც გამოვიყენოთ პროგრამის გასავლელად“ - განაცხადა ელზა ბადაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა