მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. ხელოვნების მასწავლებლის მიერ მომზადებულ ელექტრონულ მასალაში ნათლად ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობდა სკოლაში ონლაინ სწავლება.
„სასწავლო წლის დასასრულს კიდევ ერთხელ გადავხედეთ და შევაჯამეთ გაწეული საქმიანობა. სასწავლო წელი, რომელიც იყო არაორდინალური პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობით, დისტანციური სწავლების აუცილებლობით. მდგომარეობის რეალური შეფასება ოპერატიულად მოხდა და დაიწყო ალტერნატიული გზების ძიება. შექმნილ რთულ ვითარებაში Microsoft-ის განცხადება 6 თვის განმავლობაში პლატფორმის უფასო გამოყენების უფლება საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის იყო უდიდესი თანადგომა პირადად ჩვენი სკოლისათვის, ეს იყო შანსი, სკოლას ორგანიზებულად წარემართა დისტანციური სწავლების პროცესი, უფასოდ გამოეყენებინა ოფის 365 შესაძლებლობები, რომ არა ეს შემოთავაზება, ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო . „ანაბასისი“ Microsoft Teams-ს დაუმეგობრდა.
ჩვეული შრომისმოყვარეობით, თანამშრომლობით, საგანმანათლებლო სივრცეში დანერგილი სიახლეების შესწავლის სურვილით, შექმნილ სიტუაციაში ჩვენი მოსწავლეებისათვის განათლების მიღების საუკეთესო გზების ძიებაში, შევეჭიდებთ ამ დიდ საქმეს. სიძნელეები მოსალოდნელი იყო. დანერგვის ტექნიკური მხარე მთლიანად თავის თავზე აიღო უნიჭიერესმა ახალგაზრდამ, სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერმა და „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტმა თემურ კურცხალიამ. მისი ძალისხმევით მინიმალურ დროში მოხდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა ანგარიშების შექმნა, ვირტუალური კლასების რეგისტრაცია. შეიქმნა გაკვეთილების ცხრილი, რომლის შესაბამისად შეუფერხებლად ტარდებოდა დისტანციური გაკვეთილები მაიკროსოფთის პლატფორმაზე მოსწავლეთა სრული დასწრებით. ონლაინ გაკვეთილები მოსწავლეთა და მშობელთა ინტერესებს და მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა.
Teams-ის პლატფორმაზე შექმნილი სამასწავლებლო იყო ის სივრცე, სადაც საჭიროების შემთხვევაში ონლაინ ტარდებოდა პედაგოგიური საბჭოს სხდომები, მშობელთა კრებები, სადაც საუბარი იყო არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. ეს იყო სივრცე, სადაც მოსწავლეებს უტარდებოდათ მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ვიდეო გაკვეთილები, იტვირთებოდა პრეზენტაციები, ტესტები, კეთდებოდა ვიდეოჩანაწერები. არაფორმალური განათლების მიმართულების განვითარებაც არ შეფერხებულა. ვირტუალურად იკრიბებოდნენ მოსწავლეთა ჯგუფები და ხორციელდებოდა პროექტები. გამორჩეული იყი მე-9 კლასელი ელენე ჩუბინიძის ორგანიზებით ჩატარებული „რა, სად, როდის ?“ ონლიან ჩემპიონატი.
ონლაინ სწავლების პროცესში მასწავლებელთა მიერ შეიქმნა არაერთი საგანმანათლებლო რესურსი. ვგეგმავთ მათ თავმოყრას და სკოლის რესურსბანკის შექმნას. სწავლების პროცესში აქტიურად, მიზანმიმართულად ვეცნობოდით და ვიყენებდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ საგანმანათლებლო პროექტებს. ეს იყო ტელესკოლის გაკვეთილები, Tv სკოლის დავალებები, iსკოლის პლატფორმაზე მოწოდებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. ჩვენი მასწავლებლების, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, თავდაუზოგავმა შრომამ ონლაინ სწავლების პროცესი გაამარტივა, ხელი შეუწყო მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას. მოსწავლეთა მიერ შექმნილი პრეზენტაციები, კომპლექსური შემაჯამებელი დავალებები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ფორმატის გაკვეთილზე, როგორც რესურსი. ახლად შექმნილმა რეალობამ მოსწავლეთა ახალი, მანამდე უცნობი უნარების განვითარება განაპირობა.
საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან და განცდებთანაა დაკავშირებული სასწავლო წლის დასასრული, რადგან მთელი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამება ხდება და მასწავლებელი ახდენს რეფლექსიას, რომელიც არის პასუხი კითხვებზე: რა იყო ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ამ წელს? – რის საფუძველზე მივაღწიე ამას? – რა სირთულეს წავაწყდი? – რა არის ის, რისი გაკეთებაც არ გამომდიოდა ადრე, ახლა კი თავისუფლად შემიძლია?
წელს განსაკუთრებულ რეჟიმში მოგვიწია ყველას სასწავლო წლის დასრულების განცდა. სასწავლო პროცესის შეფასების შემდეგ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, გამოწვევა მიღებულ იქნა და ღირსეულად მოვახერხეთ მისი დაძლევა. აღსანიშნავია, რომ სირთულეებმა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნა გზა. აქტივობები და მეთოდები, რომელსაც წარმატებით ვიყენებდით საკლასო ოთახში, დისტანციური სწავლების დროს ჩანაცვლებული იქნა სხვა სტრატეგიებით, რომელი აღმოჩნდა ეფექტური და რეალობას მორგებული.
დიახ, ჩვენ ეს შევძელით. განსხვავებულ ფორმატში, დისტანციურად, მრავალფეროვანი აქტივობებით, საინტერესოდ, სრულყოფილად წაგვემართა სასწავლო პროცესი. მთელი სასწავლო წლის მანძილზე და განსაკუთრებით დისტანციური სწავლების რეჟიმში ჩვენს გვერდით იდგნენ მშობლები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესებში, არაერთი პროექტი განხორციელდა მათი მონაწილეობით. ისინი იყვნენ მასწავლებელთა დიდი შრომის გამზიარებლები და შემფასებლები, არაერთი სამადლობელი მოვისმინეთ მათგან სოციალურ ქსელებში, ონლაინ თუ რეალურ სივრცეში შეხვედრისას.
გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას, ნათელი, ღირსეული წარმატებული მომავლის იმედებით! უღრმესი მადლობა მეგობრებო!
დიდი მადლობა ჩვენს მასწავლებლებს დაუღალავი შრომისათვის, მოსწავლეებს აქტიურობისათვის, მშობლებს თანამშრომლობისათვის!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა