მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N9 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს პედაგოგები დისტანციურად გამოემშვიდობნენ, სკოლის დამთავრება მიულოცეს და გზა დაულოცეს. წელს მოულოდნელობებით სავსე სასწავლო წელი იყო. ეპიდემიის გამო, დამამთავრებელი კლასებისთვის სკოლაში ბოლო ზარი არ დარეკილა.
„მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი დასრულდა. სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენების გამო დისტანციურად გვიწევს „ბოლო ზარის“, ამ შესანიშნავი თარიღის აღნიშვნა. „ბოლო ზარი“ ხომ ემოციებისა და მღელვარების გარეშე წარმოუდგენელია და დღესაც იმავე ემოციებით აღვივსე, როგორც ეს სხვა წლებში ხდებოდა ხოლმე. მე-12 კლასის მოსწავლეებს ყოველთვის ასე ვახასიათებდით: ჭკვიანები, გონიერები, აქტიურები. მე პირადად, როგორც კლასის ხელმძღვანელს, მათში უფრო მეტად დამოუკიდებლობა, ურთიერთპატივისცემა, გამტანობა და თავისუფალი აზროვნება მომწონდა და არა მარტო მე. ალბათ, ჩვენს კურსდამთავრებულებს არ დაავიწყდებათ განსაკუთრებული ზრუნვა და ყურადღება დირექციისა.
ჩვენ, მე-9 სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა, ბევრი შრომა ჩავდეთ მათ პიროვნულ ჩამოყალიბებაში და მჯერა, თითოეული მასწავლებლის თავდადება გამოიღებს ნაყოფს. ჩვენ გვჯერა ჩვენი მოსწავლეების და იმედი გვაქვს, რომ ცხოვრებაში ღირსეულ გზას აირჩევენ და წარმატებებსაც მიაღწევენ. წინსვლას გისურვებთ ბავშვებო! გვიყვარხართ და გვეიმედებით!“-წერს კლასის ხელმძღვანელი მარინა ლეშკაშელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა