მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხრიკები, მასალის ეფექტურად გადასამეორებლად ბევრია.
მაგალითად, შესაძლებელია ინფორმაციის დამახსოვრება ამერიკელი ლინგვისტის პოლ პიმსლერის მეთოდით. მან ინტერვალური გადამეორებების მეთოდი შეიმუშავა. ლინგვისტმა შენიშნა, რომ თუ კი გადავიმეორებთ უცხოენოვან სიტყვებს (ფრაზებს) ყოველ 5 წამში, 25 წამის შემდეგ, 2 წუთში, 10 წუთში, 1 საათში, 5 საათის შემდეგ, ერთ დღეში, ხუთ დღეში, 25 დღეში, ოთხ თვეში და ბოლოს ორ წელიწადში, ისინი მეხსიერებაში მყარად ჩაიბეჭდება.
იმისთვის, რომ არ დაგვავიწყდეს ბოლო გადამეორების თარიღი, შესაძლებელია სტიკერების ან ელექტრონული პროგრამების და სერვისების გამოყენება.
გადამეორებისთვის ასევე ეფექტურია:
1) მოცემულ თემაზე კითხვებზე პასუხები. კითხვები თითქმის ყველა სახელმძღვანელოშია და საშუალებას იძლევა სწრაფად გაიხსენოთ მთავარი და, საჭიროების შემთხვევაში, ყურადღება გაამახვილოთ დეტალებზე.
კითხვების შედგენა დამოუკიდებლადაც შეიძლება: მათზე პასუხების მოფიქრება კი ნიუანსებში გარკვევის და განვლილის კიდევ ერთხელ გამეორების შესაძლებლობას იძლევა.
2) პერიფრაზირება. როგორც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ეს სრულიად მუშა მეთოდია, თუ მას ფორმალურად არ მიუდგები. მაგალითად, შეიძლება წყვილებში მუშაობის ორგანიზება: წარმოიდგინეთ თავი მასწავლებლის ადგილას და სცადეთ აუხსნათ მასალა საკუთარი სიტყვებით ვინმეს. კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ თუ „ეს ვიღაც“ ჩაგეძიებათ და კითხვებს დაგისვამთ.
3) ტესტირება: ამ მეთოდის „ეფექტი“ კარგად ცნობილია: რაც ტესტში შეგხვდა, მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება.
მაგრამ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს მუშაობს, მხოლოდ მაშინ თუ დავალებად ახალი ინფორმაციის მიღებიდან მალევე ვასრულებთ.
სწორედ რომ დროა გეგმა B-ს შედგენის
მნიშვნელოვანია - დაფიქრდეთ მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარზე და მოიფიქრეთ სათადარიგო გეგმა.
თუ იმაზე ნაკლებ ქულებს დააგროვებთ, რასაც ვარაუდობდით, როგორ მოიქცევით? განიხილეთ სხვა ვარიანტები. მაგალითად შეიძლება თუ არა თქვენთვის კარგი ვარიანტი იყოს კოლეჯში ჩაბარება და იმავე პროფესიული მიმართულებით სპეციალობის მიღება?
გახსოვდეთ - აბიტურიენტის გამოცდებისთვის მზადებაში მნიშვნელოვანია მშობლის როლი
მშობლის ძლიერი, მშვიდი და თავდაჯერებული პოზიცია დაეხმარება აბიტურიენტს ამ მნიშვნელოვანი დღისთვის მოემზადოს და სწორად დააყენოს პრიორიტეტები. გახსოვდეთ, რომ ამ სიტუაციაში თქვენ შეგიძლიათ მისცეთ თქვენს შვილს ძალიან ბევრი - როგორც სირთულეების გადალახვის გამოცდილება, ისე მხარდაჭერის და ზრუნვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს