სიახლეები
სკოლები

„ეს არის დრო, როცა უნდა გამოხვიდეთ 12-წლიანი კომფორტის ზონიდან“ - სკოლის დირექტორების რჩევები და გამამხნევებელი წერილები აბიტურიენტებს
24-06-2020
-
+


აბიტურიენტების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს თარიღამდე - ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება. საგამოცდო სეზონი რთული და მღელვარებით სავსეა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაცია და დისტანციურად დასრულებული სასწავლო წელი აბიტურიენტების ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს, ამიტომ დირექტორები, რომელთა ხელში არაერთ წარმატებულ თაობას გაუვლია, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, კურსდამთავრებულების მიმართავენ, ამხნევებენ, რჩევებს აძლევენ და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებენ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო დირექტორის, ლიანა ერგემლიძის მიმართვა აბიტურიენტებს:

„ჩემო ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ქვაკუთხედი, თქვენზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავთ თქვენს მომავალს. სულ მალე ეროვნული გამოცდები იწყება და პირველ რიგში, ყველას წარმატებას გისურვებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ პერიოდში გიწევთ ჩაბარება, მჯერა და მწამს, რომ ამ სირთულესაც ჩვეული შემართებით გაართმევთ თავს და კიდევ ერთხელ დაამტკიცებთ, რომ ქართველი ერი ძლიერია და ვერანაირი სირთულე ვერ შეაშინებს. კიდევ ერთხელ დაგილოცავთ გზას მომავლისაკენ, მალე სტუდენტობა მომელოცოს.
ჩემი, როგორც ერთ-ერთი გულშემატკივრის რჩევა იქნება სიმშვიდის შენარჩუნება და დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება“,- აღნიშნავს ლიანა ერგემლიძე. 

ახალციხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა:

„აბიტურიენტობა ძალიან რთული და ემოციურად დამთრგუნველი პერიოდია, ხოლო დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ემოციას. მინდა მივმართო ჩვენს აბიტურიენტებს: ფსიქოლოგიურად მოემზადეთ იმისთვის, რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი თქვენს ძველს და ახალ ცხოვრებას შორის, ეს არის დრო, როცა უნდა გამოხვიდეთ თქვენი 12-წლიანი კომფორტის ზონიდან და შეაბიჯოთ ახალ სამყაროში, სადაც დაგხვდებათ უამრავი თქვენთვის უცნობი ფერი, უამრავი ახალი გამოწვევა რომელიც აქამდე არ შეგხვედრიათ. თქვენ დამოუკიდებლად მოგიწევთ ამ გამოწვევებთან ბრძოლა და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ თქვენ მიიღებთ ახალ გამოცდილებას. ნელნელა თქვენს თავში იპოვით იმდენ ძალას და გამბედაობას, რომლის შესახებ აქამდე არ იცოდით. თქვენ თავიდან შეიცნობთ საკუთარ თავს და ეს არის ყველაზე სასიამოვნო მომენტი ადამიანის ცხოვრებაში. გისურვებთ გაითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გთავაზობთ, განეწყვეთ პოზიტიურად და მოემზადეთ ახალი უფრო საინტერესო და შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყებად!“.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე:

„მივესალმები ყველა აბიტურიენტს. საგამოცდო „ციებ-ცხელებას“ მუდამ თან ახლავს მძაფრი განცდები და ემოციები. ყველა აბიტურიენტს ვურჩევ: 1. მათი განცდები და ემოციები არ შეიცავდეს არავითარ შემთხვევაში შიშს, იგი ჩაანაცვლონ სასიამოვნო განცდით: „მე სტუდენტი გავხდები" და ასეთი განწყობა დაეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში. 2. საკუთარი თავი დაარწმუნონ იმაში, რომ ნებისმიერ საკითხს გაართმევენ თავს, რაც დაეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ სიმხნევეს, წარმატებას და დასახული მიზნის მიღწევას“.

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის დირექციის წარმომადგენელი ნარგიზ ვაშაყმაძე:

„კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ სიტუაციასთან დაკავშირებით, აბიტურიენტებს თხოვნით მოგმართავთ: დღეს ქვეყანაში არის შფოთვა, სტრესი და გაურკვევლობა. ჩემი რჩევა იქნება:- იყავით მშვიდი, რაც ხელს უწყობს იყოთ აქტიური. შეადგინეთ გეგმა, რომელიც დღის წესრიგს მოიცავს და დრო - რომელიც დარჩენილია ეროვნულ გამოცდებამდე, გამოიყენოთ თქვენ სასარგებლოდ. კონტროლი - სადაც არ აყვებით ემოციას და შეძლებთ თქვენი თავის გაკონტროლებას. 

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე,  ეს ყველაფერი, თქვენთვის იქნება სასარგებლო, რომ მშვიდად  გაიხსენოთ თქვენს მიერ წაკითხული მასალა და გამოცდაზე განკუთვნილი დრო გამოიყენოთ მიზანმიმართულად. გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას, ქვეყანაში სიმშვიდეს და თქვენი მოლოდინების შესრულებას“. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ფადარაშვილი:

„ეროვნული გამოცდების მოლოდინი ყოველთვის დიდ ემოციებთან იყო კავშირში აბიტურიენტებისთვის. მიმდინარე პერიოდი, დისტანციური ფორმით საშუალო საფეხურის დაძლევა, მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდებისთვის არასაკმარისად მომზადება და უჩვეულო პირობებში საგამოცდო პროცესის ჩატარება კიდევ უფრო ამძაფრებს მათ განცდებს. თუმცა მიმდინარე წლის კურსდამთავრებულებს ეყოფათ შემართება იმ გაუსაძლისი პირობების ასატანად, მათი უსაფრთხოების დასაცავად რომ დაიგეგმა; თავს მოუყრიან იმ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, წლების განმავლობაში, მიმდინარე რეფორმების ფონზე, რომ უყალიბებდა ჩვენი სკოლების დიდი გამოცდილების მქონე პედაგოგთა კორპუსი. იმედია, ბოლო ორი თვის გავლენა ვერ შეუშლის ხელს მათ, მოახდინონ ცოდნის ტრანსფერი და წარმატებით გაართვან თავი ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს. ეს წარმატებები კი საწინდარი გახდება მათი ცხოვრების რთულ გზაზე წინააღმდეგობების გადასალახად.

ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის ყველა აბიტურიენტს იმ მოლოდინების გამართლებას, პროფესიონალიზმთან ერთად ეროვნული ფასეულობების თანხვედრას რომ შეძლებენ დემოკრატიულ ღირებულებებთან და მუდამ ექნებათ მზაობა თანამედროვე გლობალური გამოწვევების გასამკლავებლად“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება