მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ნანი გორდეზიანმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ორიგინალურად მიულოცა. მან მოსწავლეებს გზა დაულოცა და ლექსი მიუძღვნა.
„მეთორმეტე კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. მართალია, უჩვეულო ბოლო ზარი გაქვთ, მაგრამ იმედია, მალე ეს ზეიმი უფრო ლაღი და ერთიანი იქნება. თქვენთან ერთად ვულოცავ ყველა მოსწავლეს, ვინც დაასრულა სკოლის კურსი. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდ წარმატებებს. გახსოვდეთ, სკოლის კედლების სითბოსთან ერთად, თითოეულ თქვენთაგანს მასწავლებლების კეთილი სურვილები სულ თან დაგყვებათ და გწამდეთ, რომ სკოლისთვის დიდი სიხარულია თქვენი წარმატებები. მეთორმეტე კლასის სკოლის დასრულებას, მინდა ლექსით შევეხმიანო",-წერს დირექტორი.
ახალგაზრდებს...
ახალგაზრდებო, იმღერეთ ერთად მშვიდობის ჰიმნი,
ლექსით უთხარით მთელ მსოფლიოს ჩვენი ამბავი,
რომ ორ ზღვას შორის არის ერი ძალიან დიდი,
ულამაზესი, უნატიფესი, შეუსადარი!
რომ რენესანსმა საქართველოს გზებით იარა,
ჯერ კიდევ მაშინ როს მეფობდა ქალი-თამარი,
რომ ჯადოქრობდა რუსთაველის ნათქვამი სიტყვა
და ბექა-ბეშქენ ოპიზრების უხვი ყალამი,
დასჭექეთ ისე, რომ შეიძრას ჩვენი პლანეტა,
მთელი მსოფლიო გააოცეთ ცეცხლოვან ცეკვით,
აჩვენეთ ყველას ქალის, ვაჟის კრძალვა და კდემა
და სამაია უნაზესი ზარების რეკვით!
იმღერეთ ისე სამხმიანი საგალობელი,
რომ ვარსკვლავთშორის გაიფანტოს ხმის სიმფონია,
ცეცხლი დაანთეთ დედამიწაზე ქართული ცეკვის,
ცეცხლის ალებად ქართული როკვის ხმის ჰარმონია!
აჩვენეთ ყველას გელათი და წმინდა ყინწვისი,
ოშკი და ზარზმა, ბაგრატი და ტაო, ბებერი,
დიდი გმირობის და თავგანწირვის ციხე ბირთვისი
ბეთანია და ფიტარეთი, უბერებელი.
თქვით, რომ ქართველი ჯვარს ეკვროდა ჯვარცმული ღვთისთვის,
რომ სამშობლოსთვის ჰყავდა შვილი შესაწირავი,
რომ ქართველისთვის ღვთისმშობლის და სამშობლოს მერე
ოჯახი იყო უწმინდესი დასაფიცარი!
ახალგაზრდებო, გაფრინდით და მზეს გამოსტაცეთ
სხივები ბევრი, ულამაზესი და უთბილესი,
დედამიწაზე ამ სხივებით ნაზად მოქარგეთ,
ღრმა სიყვარული, შეუსადარი და უწმინდესი!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა