სიახლეები
სკოლები

იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია 2019-2020 სასწავლო წელს აფასებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
24-06-2020
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის დირექტორმა ლალი წულაიამ 2019-2020 სასწავლო წელი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დირექტორი თავის წერილში მადლობას უხდის „ეტალონს“ და „ეტალონის“ პროექტების ავტორს - ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს.

გთავაზობთ დირექტორის წერილს, რომელშიც ლალი წულაია სკოლაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს:

„მოგესალმებით იანეულის საჯარო სკოლა, გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს, თქვენს შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, რა არის იმაზე კარგი და საშვილიშვილო საქმე,  გიყვარდეს  ბავშვი, ოჯახი და საზოგადოება სადაც ის იზრდება, ჩვენი სკოლა „ეტალონის“ ყველა გამოხმაურებას დიდი სიხარულით პასუხობს, უყვარს და ეამაყება, თქვენი წყალობით ამ პატარა სკოლის შესახებ თითქმის მთელმა საქართველომ იცის. გასულ სასწავლო წელს ბევრ აქტივობაში მივიღეთ მონაწილეობა, ეს იყო სასკოლო, რაიონული, თუ რესპუბლიკური ღონისძიებები,  დაწყებული გვაქვს საშვილიშვილო საქმე და ბოლომდე მივიყვანთ, ეს არის პროექტი  „ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას" ამით  ძალიან გავახარეთ ის ადამიანები, რომლებსაც უკვე  80 წელი შეუსრულდათ და ერთი წუთით არ უცხოვრია ისე, რომ არ ეკეთებინათ სიკეთე.  კითხვაზე  -  რას შეცვლიდით დრო  რომ თავიდან დაიწყოს, უმეტესობის პასუხი იყო „არაფერს", რადგან რაც შეეძლოთ სოფლისა და ერის საკეთილდღეოდ ყველაფერი გააკეთეს,  ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ მათ. გვინდა შევაჯამოთ განვლილი წელი, გიგზავნით რამდენიმე დიპლომსა და სერტიფიკატს, რომელიც  ჩვენმა სკოლამ მიიღო გასულ სასწავლო წელს.

დიპლომი რესპუბლიკური კონფერენცია,  სადაც გატანილი გვქონდა ჩვენი სოფლის უნიკალური  ვაზის ჯიშები შესახებ თემა.

საუკეთესოდ წარიმართა კონფერენცია მიხეილ შენგელიას  სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში, სადაც პედაგოგი ლალი წულაია და მონაწილე მოსწავლე ელენე კალანდაძე სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ,  ელენე  მიწვეული იყო სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი თემა:  „ხალხური მედიცინა“.  შეგროვილი გვქონდა სხვადასხვა სახის მასალები ხალხური მედიცინის შესახებ, ელენეს მიერ დამზადებულმა დამწვრობის მალამომ მოწონება დაიმსახურა და დაიტოვეს მედიცინის ისტორიის მუზეუმში კვლევისათვის, ელენეს წამლის დამზადება ბებიამ ასწავლა, თავად ბებიამ უცხოელი სტუმრისაგან ისწავლა, რომელიც ჩოხატაურში სტუმრად იყო ჩამოსული. კონფერენციაზე აგრეთვე წარდგენილი გვქონდა წყალი, რომელიც ჩვენს სოფელში ამოედინება, უხუცესების თქმით, ეს წყალი უხდებოდა ძვალ-სახსართა დაავადებებს, ყველა სახის გამონაყარს, მაგრამ დღემდე შესწავლის გარეშე დარჩა, იყო დაპირება და აქაც პანდემიამ შეგვიშალა ხელი, წყალი „მწვანე წყლის" სახელწოდებითაა ცნობილი, ვეძებთ დღემდე სპონსორს, იქნებ ამ წყალში სახსრების ოქროს გასაღები იმალება.

2019-2020 სასწავლო წლისათვის მივიღეთ სიგელი „ეტალონისაგან“ სასწავლო- სააღმზრდელო პროცესების  წარმართვა - პოპულარიზაციისათვის.

დიპლომი - რესპუბლიკური კონფერენცია „დასავლეთ საქართველოს მღვიმეები და ჩანჩქერები" წარმატებული თემისათვის დაჯილდოვდნენ მასწავლებელი და მოსწავლე.

შვედეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ პროექტში „იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე“ მონაწილეობისა და წარმოდგენილი აქტივობებისათვის დაჯილდოვდა ორი მოსწავლე  ვიქტორ თოდრია და ანდრია ცინცაძე.

დღეის მდგომარეობით ვაგრძელებთ მუშაობას სოფლის ისტორიის შესახებ, ასევე ვმუშაობთ პროექტზე ეს არის კონკურსი „ჩემი ბოსტანი შენსას ჯობია", რომელსაც აგვისტოს დასაწყისისათვის დავამთავრებთ.

მინდა გავაკეთო წიგნი- ალბომი, სადაც  შეტანილი იქნება ჩვენი სოფლის მცხოვრებნი, რომელთაც დიდი წვლილი მოუძღვით სოფლის წინსვლის საქმეში.  ველოდებით კეთილ ადამიანთა გამოხმაურებას „მწვანე წყალზე", რათა საფუძვლიანად იქნას შესწავლილი სპეციალისტების მიერ.

პანდემიასთან და დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ საუკეთესო შედეგი გვაქვს, ეს ჩვენი და მშობლების ურთიერთ შეთანხმებული მუშაობის შედეგია, რისთვისაც მათ დიდი მადლობა. პირადად ჩემს მიერ თქვენთან გამოგზავნილი იქნა თემა „სიჩუმის ერთი თვე" სადაც  აღწერილია ამ პერიოდში ჩვენი მუშაობა და ის განცდები, რასაც ჰქვია „სკოლა ბავშვების გარეშე".  

ერთხელ კიდევ დიდ მადლობას მოგახსენებთ „ეტალონის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით და მე გპირდებით, რომ შეძლებისდაგვარად,  ვიზრუნებ ჩემი სკოლის თითოეულ მოსწავლეზე, ოჯახზე და სოფელზე, იქნებ ბევრი შედეგიანი საქმე გამოვიდეს, ისწავლოს  ყველა მოსწავლემ  ახლის ძიება და იმედი გამარჯვებისაკენ.

სკოლაში ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, მომავალი წლისათვის დასრულდება სკოლის სრული რეაბილიტაცია, რისთვისაც სკოლა დიდ მადლობას უხდის ადგილობრივ დეპუტატს, რაიონის მერს, რაიონის ინფრასტრუქტურას და ჩვენს სკოლაზე უსაზღვროდ შეყვარებულ ჩვენი რაიონის რესურსცენტრის უფროსს, ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ჩვენს ხვალინდელ დღეზე,  ჩვენს მომავალზე - ბავშვებზე.

სკოლაში ბევრი რამეა შესაძენი და გასაკეთებელი, გვესაჭიროება ახალი კომპიუტერები, სასწავლო და სპორტული ინვენტარი, ასევე მოედანი.  იმედი მაქვს, ამ ყველაფრით მალე იქნება სკოლა უზრუნველყოფილი“.


2019-2020 სასწავლო წელი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ იანეულის საჯარო სკოლის  
დირექტორი ლალი წულაია

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება