სიახლეები
სიახლეები

საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა 2-6 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება
13-09-2017
-
+


''საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის'' 43-ე კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება. საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა 2-6 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. კონფერენციის მთავარი თემა იქნება: ''შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი''. 

კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ''ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა'' და ''ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის'' ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

კონფერენციის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას და მისი მთავარი მიზანი არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი ნაბიჯების დაგეგმვა იქნება.

ფორმატი, გარდა ძირითადი გამოსვლებისა, აქტუალური თემების განხილვასა და დებატებსაც ითვალისწინებს.

''საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია'' საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს.

2018 წელს დარგის საუკეთესო სპეციალისტებს ოქსფორდი უმასპინძლებს. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება