მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იყო მისაბაძი მაგალითი
კარანტინის შემდეგ ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეები მასწავლებლებს ბაძავენ. ისინი მოიხსენიებენ მას როგორც ადამიანს, რომელსაც ცოდნაზე მონოპოლია აქვს. მაგალითად, ამერიკულ ოჯახში, დიზაინერ ნაითს და მეცნიერებათა დოქტორ ლეისის გაუჭირდათ შვიდი წლის ქალიშვილის დარწმუნება, რომ მათ იციან, როგორ შეკრიბონ ორნიშნა რიცხვები. რადგან ისინი რაღაცას ისე არ ამბობენ, როგორც მათი მასწავლებელი. და ეს მაშინ როცა, გავრცელებული აზრით, თანამედროვე ბავშვებს ავტორიტეტები არ ჰყავთ, პედაგოგი მათთვის ცოდნის ერთადერთი წყარო არ არის და ინტერნეტში ბევრ საინტერესოს ეძებენ.
შედეგად, დედებმა და მამებმა გაიგეს მეტი იმის შესახებ, რომ პირველი მასწავლებლის პიროვნება ბავშვზე საოცრად მოქმედებს. ისინი ცდილობენ მას ჟესტებით და ფრაზებითაც კი მიბაძონ. სახლში ბავშვები ძმებთან და დებთან სკოლობანას თამაშობენ სწორედ იმ ფრაზებით, რომლებიც კლასიდან კარანტინამდე შეისრუტეს. ბავშვები ხშირად ასეთივე ქცევას ითხოვენ მშობლებისგან. რა თქმა უნდა, ეს ხდება მაშინ, როდესაც მოსწავლეებს პედაგოგისადმი სიმპატია აქვთ, ისინი მას საინტერესოდ თვლიან, მისი სჯერათ და უყვართ. ასე, რომ მასწავლებლობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ამდენად დიდი გავლენა აქვს ბავშვზე.
ყურადღება მიაქციო თითოეულს და მთელ კლასს
თვითიზოლაციაში მასწავლებლის რეჟიმში აღმოჩენილმა მშობლემა მასწავლებლის შრომა მეტად დააფასეს.
ამერიკელი მასწავლებელი ჯეს ჰაგოფიანი თვლის, რომ გაცილებით მარტივია ასწავლო 30 ბავშვს, ვიდრე მთელი დღე ორი ბავშვი ამეცადინო. ხოლო მასწავლებელი სილვინა ფერნანდო დარწმუნებულია, რომ გაკვეთილის მეთოდიკის შესახებ ცოდნის გარეშე ორ ქალიშვილს ვერ გაუმკლავდებოდა. მშობლები, რომლებიც ცდილობენ გაუმკლავდნენ თავის შვილებს დამატებითი ცოდნის გარეშე, ხშირად იკარგებიან. ხოლო ბელფასტში წმინდა პატრიკის კოლეჯის დრამატული ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელი სიარან ო ჰალორანი თვლის, რომ თვითიზოლაციაში, ნათელი გახადა: რამდენად დიდი დრო და ენერგია მიდის სკოლაში დიდი კოლექტივების სამართავად. დისტანციურ სწავლებისას ეს დრო იზოგება, ხოლო მშობლებს აქვთ შესაძლებლობა მოუსმინონ თითოეულ მოსწავლეს, რაც კლასში ყოველთვის ვერ ხერხდება.
იყო მოქნილი
ბუენოს-აირესელი მასწავლებელი, ქალბატონი ნეოლია მე-6-მე-7 კლასებში ასწავლის, მისი ქალიშვილი კი დაწყებით სკოლაში სწავლობს. ქალმა შვილის სახლში მეცადინეობების დროს ნახა, რამდენად მოსაწყენია ბავშვებისთვის ტრადიციული დავალებები, როგორ არ მოსწონთ საშინაო დავალების შესასრულებლად ჯდომა და რამდენად რთულია უბიძგო მათ კითხვისკენ. როგორც დედა ის მიხვდა, რომ მასწავლებელმა უნდა გამოიჩინოს მოქნილობა, რომ დავალებები იყოს ორიგინალური და მარტივი. მაგალითად, ნაცვლად იმისა რომ ბავშვებს ტექსტი წასაკითხად გაუგზავნოს, იგი მას გამომხატველობით კითხულობს, სპეცეფექტებით ამკობს და მოსწავლეებს YouTube-ზე ატვირთული ვიდეოს სახით უგზავნის.
გააკეთო ახლებურად ის, რასაც უკვე მრავალი წელი ტრადიციულად აკეთებდი - ამისთვის განსაკუთრებული გარჯაა საჭირო და ვისაც ეს გამოსდის - ნამდვილად გმირია.
სასწავლო რესურსების დამზადება
ბევრი მშობელი, რომელსაც სკოლის მიერ შეთავაზებული დისტანციური სწავლების ხარისხი არ მოსწონთ, თავად ცდილობენ მოსწავლეებისთვის საინტერესო შემეცნებითი აქტივობები მოიძიონ. და სწრაფად ხვდებიან, რომ ხარისხიანი სასწავლო მასალების მოძიება შესაძლოა იყოს ძალიან რთული.
მშობლები სოციალურ ქსელებში ერთმანეთს - საინტერესო რესურსებს, პროგრამებს, საგანმანათლებლო თამაშებს და წიგნებს უზიარებენ. მოსწავლეების ყურადღების მისაპყრობად საჭიროა მრავალფეროვანი ვიზუალური დამხმარე რესურსები, დავალების მოდელირებისთვის საჭირო ნივთები და ა.შ. ყველაფერი ეს კი თავად უნდა მოიძიო და შეიძინო ან თავად დაამზადო. ეს კი მასწავლებლის სამუშაოს კიდევ ერთი უხილავი ნაწილია - ისინი ხომ ყველაფრის დიდოსტატები არიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები
როდის დავდგათ ნაძვის ხე - ჩაინიშნეთ ბედნიერების მომტანი დღეები
ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანურ ურთიერთობას, რაც სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია