სიახლეები
სიახლეები

რა წერია დოკუმენტში, რომელიც სკოლებმა სამინისტროსგან მიიღეს - ცვლილება ესგ-ში და მოსწავლეთა გამეოთხედებული რაოდენობა
25-06-2020
-
+


დისტანციური სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო გააქტიურდა კითხვა - როგორ დავბრუნდებოდით სკოლებში შემოდგომით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ გახლავთ და ძირითადად, ყველაფერი დამოკიდებულია იმ დროისთვის არსებულ ეპიდსიტუაციაზე, სკოლებს გარკვეული რეკომენდაციების შესრულება მაინც მოუწევთ უსაფრთხოებისთვის.

ესაა სოციალური დისტანცირებისა და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მრავალრიცხოვანი კლასების შემთხვევაში, ორმეტრიანი დისტანციის უზრუნველყოფა საკმაოდ გაჭირდება. სწორედ ამ ნიუანსების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო რესურცენტრებმა, განათლების სამინისტროს მითითებით, სკოლებს დოკუმენტი გადაუგზავნეს, რომელშიც „ახალი კორონავირუსის“ მომდევნო ტალღის გავრცელების რისკების გათვალისწინებით, კონკრეტული რეკომენდაციებია გაწერილი და რომლის მიხედვითაც, კლასების დამრიგებლებმა ინფორმაციები უნდა მოაგროვონ მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ, თუმცა დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ I-II კლასები დისტანციურად არ ისწავლიან, თუ გამოუვალი სიტუაცია არ შეიქმნება.

საქმე ის გახლავთ, etaloni.ge უკვე წერდა, რომ:

1.სექტემბრიდან სკოლებს ჰიგიენის ნორმებისა და მოსწავლეებს შორის სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევდათ;

2.აქედან გამომდინარე, რამდენიმე ცვლაზე გადაწყობა გახდებოდა საჭირო;

3.ახალი სასწავლო წლიდან, სოციალური დისტანცირების დაცვისთვის, მოსწავლეები გრაფიკით ივლიდნენ;

4.პედაგოგების გარკვეული ნაწილი, ვინც განსაკუთრებული რისკის ქვეშაა, სახლიდან იმუშავებდა, დისტანციურად;

და მიუხედავად იმისა, იმ პერიოდში ოფიციალური სტრუქტურისგან ასევე ოფიციალურ პასუხებს ვერ ვეღირსეთ, ახლა დადასტურდა ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე.

„მოახდინეთ მოსწავლეთა იდენტიფიცირება საჭიროებებზე (ინტერნეტი, კომპიუტერული ტექნიკა), მოიძიეთ გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზები და ამის საფუძველზე მოგვაწოდეთ გეგმა-ხედვა“, - ასეთია მითითება დირექტორებისთვის.

გარდა ამისა, წერილში განხილულია მოსწავლეთა შეფასების მეთოდები, და ამ შემთხვევაშიც სკოლას ეძლევა არჩევანის საშუალება, ხოლო რაც შეეხება სოციალური დისტანცირების უზრუნველყოფას, განიხილება მოსწავლეთა გრაფიკით სიარულიც, სწავლების ონლაინ და ტრადიციული - ანუ შერეული მოდელიც, თუმცა ამ საკითხსაც სკოლა  გადაწყვეტს, საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რა გზებით უზრუნველყოფს მოსწავლე-მასწავლებლების უსაფრთხოებას.

ერთი სიტყვით, სექტემბრამდე სკოლებსაც, საგანმანათლებლო რესურსენტრებსაც და თავად განათლების სამინისტროსაც, არცთუ მარტივი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი, მთავარი ისაა, რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო, სადაც ჩვენი შვილები ახალ სასწავლო წელს მივლენ.


იხილეთ დოკუმენტი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება