მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბიტურიენტების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს თარიღამდე - ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება. საგამოცდო სეზონი რთული და მღელვარებით სავსეა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაცია და დისტანციურად დასრულებული სასწავლო წელი აბიტურიენტების ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს, ამიტომ დირექტორები და მასწავლებლები რომელთა ხელში არაერთ წარმატებულ თაობას გაუვლია, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, კურსდამთავრებულების მიმართავენ, ამხნევებენ, რჩევებს აძლევენ და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა კობიაშვილი-ლიპარტაშვილი:
„ჩემო საყვარელო სკოლის კურსდამთავრებულებო და ამავე დროს აბიტურიენტებო, რთული სასწავლო წლის შემდეგ არანაკლები სირთულის, თუ მეტი არა, ეროვნული გამოცდები გელოდებათ, გარკვეული შეზღუდვებით. დამიჯერეთ ეს თქვენთვის გამოწვევაა, რომელსაც ისევე წარმატებით დაძლევთ, როგორც სასწავლო წელი დაძლიეთ. თქვენ ჭკვიანი თაობა ხართ და სირთულეების გამკლავებას ამჯერადაც შეძლებთ! მთავარია დროის ფასი გააცნობიეროთ და გონივრულად თქვენთვის ამუშაოთ. და რაც მთავარია, დაძლიეთ ყოველგვარი ნერვიულობა და ამაყად შედით საგამოცდო ცენტრში, მობილიზებულები! მე მჯერა თქვენი და თქვენი წარმატების!.. მჯერა, რომ კვლავაც ასახელებთ თქვენს მშობლიურ სკოლას, სოფელს!...
კიდევ ერთხელ, წარმატებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე...დიდი სიყვარულით თქვენი სკოლის დირექტორი...“
დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მახათაძე:
„ვუსურვებ მშვიდ, გრილ გარემოში წარიმართოს გამოცდები, კორონასვისურისის გამო, კარგი იქნება, ისხდნენ დისტანციურად და უსაფრთხოდ, ვუსურვებ მოთმინებას, გამძლეობას და მომავალ ახალ ცხოვრებაში წარმატებებს“.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის, მე-12 კლასის ხელმძღვანელი მაია კირვალიძე:
აბიტურიენტებო! თქვენ დაასრულეთ ცხოვრების პირველი ეტაპი - უზრუნველი ბავშვობის პერიოდი, ახლა კი დროა ცხოვრების ახალ გამოწვევებს შეხვდეთ შემართებით და იმედიანად.
სულ რამოდენიმე დღე გაშორებთ ეროვნული გამოცდების ვნებათაღელვისგან, ნუ შეშინდებით და ნუ დაითრგუნებით, იმ ახალი ფორმატითა და რეგულაციებით რამაც, ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს შეუცვალა ჩვეული ცხოვრება. ამიტომ გთხოვთ, პირბადე თუ რამოდენიმე საათით კონდიცირების გარეშე ჯდომა ნუ ჩააქრობს თქვენში იმ პოტენციალს, რაც გაქვთ. გააკეთეთ შესაძლებლობის მაქსიმუმი და იფიქრეთ პოზიტიურად. მე ვეთანხმები ზიგმუნდ ფროიდს, რომელიც ამბობს: „რომ იცოდეთ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, არასოდეს იფიქრებდით ნეგატიურად!“ გთხოვთ, ასე იფიქრეთ თქვენც!.. გისურვებთ წარმატებებს!“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...