სიახლეები
საინტერესო

ბავშვის გენეტიკური კოდი: სიმართლე და მითები მემკვიდრეობითობის შესახებ
31-07-2021
-
+


საუბარს იმის შესახებ, თუ ვის დაემგვანება ბავშვი, მშობლები მის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იწყებენ. მაგრამ ჩვეულებრივ ეს მხოლოდ ვარაუდები და ბავშვში გარკვეული მახასიათებლების ხილვის სურვილია. მოგითხრობთ სინამდვილეში როგორ გადაეცემა გენეტიკური მახასიათებლები თაობიდან თაობას? და გენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან რა არის მითი და რა სიმართლე?

გენები და გარეგნობა

„ნეტავ ბავშვს ჩემი ცისფერი თვალები გამოჰყვეს“- ოცნებობს ბევრი მშობელი.

დნმ-ში კოდირებული ინფორმაცია, პასუხისმგებელია მათ შორის თვალის და თმის ფერზე. მაგალითად, ჟღალ თმაზე პასუხისმგებელია გენი MC1R, ცისფერთვალა მამას კი აქვს 50%-იანი შანსი ჰყავდეს იგივე თვალის ფერის შვილი - თუნდაც დედას თაფლისფერი ან მწვანე თვალები ჰქონდეს. ამასთან, ცისფერთვალა შვილი შესაძლოა ეყოლოთ მშობლებს, რომლებსაც ყავისფერი თვალები აქვთ. 

გთავაზობთ თვალის ფერის მემკვიდრეობითობის მარტივ სქემას:

                               მშობლები                              შვილები

მაგრამ მაინც მშობლებს შვილები გარეგნობის გამო ხომ არ უყვართ? ასე რომ ახალა ვისაუბროთ ქცევაზე. 

მართალია თუ არა, რომ ბავშვის დამჯერ ხასიათზე პასუხიემგებელია გენები?

სავარაუდოდ თითოეული ჩვენგანი შესწრებია სიტუაციას. ბავშვი ურჩობს, მოთმინებადაკარგული დედა კი ყვირის: „აი რას ნიშნავს გენები - სულ მამაშენს ჰგავხარ!“. შეიძლება გაიხსენონ დედამთილი და ნათესავებიც. ხოლო თუ ბავშვი სამაგალითო ქცევით გამორჩევა, მშობლები ხშირად ამ გენეტიკურ დამსახურებას საკუთარ თავზე მიიწერენ. 

მოდით გავერკვეთ, ნამდვილად შეუძლია თუ არა გენებს ბავშვის ქცევაზე გავლენა. 

დღეისთვის მეცნიერებისთვის ცნობილია მრავალი გენი. ზოგიერთი მათგანის აღმოჩენას თან ახლდა ახალ ამბებში ხმაურიანი სათაურები, მაგალითად : აღმოჩენილია მორჩილების გენი. ეს, რა თქმა უნდა, მეტაფორაა. მაგრამ ასე უბრალოდ არ გაჩენილა. 

მაგალითად, არსებობენ ე.წ „აგრესიის გენები“. მაგრამ ამ არასასიამოვნო ფაქტის საპირწონედ უნდა გავიხსენოთ OXTR გენი.

ის ბავშვთა მეცნიერმა ვილჰელმ იოჰანსონმა ჯერ კიდევ ХХ საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა, დღეს კი მას პირობითად - „კეთილი საქმეების გენომს“ უწოდებენ.

ასე რომ არის თუ არა მშობლების სიტყვებში -„ის ასეთი ხასიათით დაიბადა და ჩემზე დამოკიდებული არაფერია“ სიმართლე? მხოლოდ ნაწილობრივ. 

მშობელზე ბევრია დამოკიდებული. ბავშვს ათასობით სხვადასხვა გენი ერგება და თითოეული მათგანი გამოყოფს თავის ცილას, რომელიც ფსიქიკის ფუნქციონირების რთულ ქიმიური პროცესებში მონაწილეობს. ამ პროცესების შედეგად წარმოიქმნება ნეირონული კავშირები, რომლებიც მათ შორის პასუხს აგებენ სასიამოვნო გადაწყვეტილებებსა და ჩვევებზე.

მაგრამ მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ნერვული ჯაჭვების განლაგება მხოლოდ მრავალრიცხოვანი გენების მუშაობაზე არ არის დამოკიდებული, არამედ გარესამყაროს პირობებზე - მაგალითად სოციუმზე და კლიმატზეც კი. 

ასე რომ ბავშვის დაბადებისთვის მზადებისას მომავალ მშობლებს ურჩევენ წაიკითხონ წიგნები აღზრდის შესახებ და მხოლოდ თანდაყოლილი მონაცემების იმედად ნუ იქნებიან. 

გენები და ჯანმრთელობა 



ლამაზი თვალები, ხუჭუჭა თმა, შემოქმედებითი უნარები და კარგი ქცევა - ეს დიდი სიამაყეა მშობლებისთვის. მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი მშობლებისთვის, რა თქმა უნდა, ბავშვის ჯანმრთელობაა. 

დღეისთვის არავისთვის საიდუმლო არაა, რომ არსებობს ბევრი გენეტიკური დაავადება, რომელიც ბავშვს მშობლებისგან გადაეცემა. 

სავარაუდოდ, ისტორიაში ყველაზე ცნობილ მემკვიდრეობით დაავადებად ჰემოფილია ითვლება. ინგლისის დედოფალმა ვიქტორია მუტაციური გენის მატარებელი იყო, ხოლო ამ დაავადებით მისი ვაჟი ლეოპოლდი, შვილიშვილები და შვილთაშვილები იტანჯებოდნენ. 

გენები და კლიმატის გავლენა ეთნოსზე



როგორ ზემოთ აღვნიშნეთ, ქცევა გენების მუშაობაზე ახდენს გავლენას, ქცევაზე კი ზემოქმედებს გარემო, მათ შორის კლიმატი. 

თანამედროვე ლაბორატორიები მსურველებს დნმ-ის ტესტის გაკეთებას სთავაზობენ, რომლის დახმარებით შესაძლებელი საკუთრი ეთნიკური წარმომავლობის დადგენა პროცენტული თანაფარდობით. 

შესაძლოა ამან მოგცეთ რაიმე მინიშნება ბავშვის აღზრდის დროს. მაგრამ მაინც მშობლების სიყვარული ამ ცოდნაზე ძლიერია და გამორიცხული არ არის, რომ მას შეუძლია ნებისმიერი არასასურველი გენის ევოლუციაზე სწრაფად გამოსწორება. 

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ არის დედის დედა ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი - მეცნიერების დასკვნა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება