სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა ხელფასებსა და საპენსიო ჯილდოზე პრემიერ-მინისტრი საუბრობს
28-06-2020
-
+


მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გაგრძელდება - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„შეუძლებელია, ჩვენ ვისაუბროთ ეფექტურ განათლების სისტემაზე თუ არ გვეყოლება ეფექტური, ღირსეულად ანაზღაურებადი მაღალი კომპეტენციის მასწავლებლები. ამიტომ, რეალურად, ის პროგრამა, რომელიც იყო დაანონსებული ხელფასების ზრდის განათლების სისტემაში, პირველ რიგში, მასწავლებლებში, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა პედაგოგთა საპენსიო ჯილდოც გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს პროგრამა კვლავაც გაგრძელდება.

„საპენსიო ასაკის 4826 პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო ფულადი ჯილდოს სახით ღირსეულ პენსიაზე გაგზავნილი. ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს ერთჯერადად და ასევე დაზღვევას სიცოცხლის ბოლომდე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ პროგრამას აქვს ორი მიზანი - სწრაფად მივცეთ ღირსეულად პენსიაზე გაცილების შესაძლებლობა ჩვენს ღვაწლმოსილ, პენსიის ასაკს მიღწეულ ადამიანებს და სისტემა შევავსოთ ახალი, ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება