მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის VIII1 კლასში (დამრიგებელი ირინე ჯინჯიხაძე) ჩატარდა დისკუსია თემაზე - „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“. დისკუსიის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩაბმულები მოსწავლეები და მასწავლებელი ლია კოპალეიშვილი.
დისკუსია საინტერესოდ წარიმართა და მას ისტორიის მასწავლებელი მანანა ტყეშელაშვილი ესწრებოდა. მოსწავლეებმა გაიხსენეს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული მომენტები, ისაუბრეს დამოუკიდებლობის ცნებაზე. მოსწავლეებს ჰქონდათ საკუთარი აზრი არა მარტო სახელმწიფოებრივ, არამედ პიროვნულ დამოუკიდებლობასა და მის მნიშვნელობაზე. განხილვის თემა იყო აგრეთვე პატრიოტიზმი, რომელმაც საქართველო გამარჯვებამდე მიიყვანა. განსაკუთრებით საინტერესო იყო დისკუსია მოქალაქეობრივ მოვალეობაზე და ის დღევანდელ გამოწვევას მსოფლიო პანდემიას დაუკავშირეს. დისკუსია აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა.
შეჯამების დროს მოსწავლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ მიეცათ საშუალება საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და ერთად მივიდნენ დასკვნამდე „ჩემში გარეშე პირი საქართველოს ღირსეულ მოქალაქეს უნდა ხედავდეს“.
დისტანციურად გამართულმა დისკუსიამ კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა მერვე პირველი კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...