მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის, ყუმურის საჯარო სკოლის მასწავლებლებს 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებული მარიამ თვალაბეიშვილი, სოციალური ქსელის საშუალებით, გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის, თანაკლასელებს კი წარმატებას უსურვებს.
„ყუმურის საჯარო სკოლის 2019-2020 სასწავლო წლის კიდევ ერთი თაობა უჩვეულოდ ტოვებს ცოდნის ტაძარს! მე-12 კლასელებისთვის ანუ ჩვენთვის უჩვეულო სკოლის ზარი ბოლოჯერ დაირეკა, მსოფლიო პანდემია რომ არა, მჯერა ჩვენი სკოლა განსაკუთრებული ტრადიციით აღნიშნავდა ამ დღეს! თქვენ მოგმართავთ, ჩემო მასწავლებლებო.... თქვენ რომ არა ჩვენ ვერ შევძლებდით იმ ცოდნის მიღებას რაც დღეს გვაქვს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა პედაგოგს რომელიც 12 წლის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა, მიყვარხართ ძალიან, ნაილი მას უნიჭიერესი და პრინციპული ადამიანი ხართ, თქვენი ყველა საქციელი ჩვენთვის მისაბაძი იყო. სოფო მას თქვენ ჩვენი პირველი მასწავლებელი ხართ, თქვენ შეგვაყვარეთ სწავლა ელისო მას უნიჭიერესი პედაგოგი ბრძანდებით ქეთევან მასწავლებელო უზომოდ მიყვარხართ, თქვენი დამსახურებაა სამყაროს სხვადასხვა ფერებში რომ ვხედავთ, თქვენ ხელოვნება შეგვასწავლეთ, თებეა მას უნიჭიერესი და უთბილესი ადამიანი ხართ. ელიზა მას მეგობრული და გამგებიანი ხართ. მაია მას ძალიან მიყვარხართ, უნიჭიერესი ადამიანი ხართ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს დამრიგებელს ირმა ადეიშვილს, ძალიან მიყვარხართ მას, თბილი და ენერგიით სავსე ხართ. ნათელა მას ძალიან მომენატრებით, არასდროს დაგივიწყებთ ირმა მას მადლობა თქვენ რომ ინგლისური შეგვაყვარეთ, ძალიან კარგი იყო თქვენთან გატარებული ყოველი წუთი... ვალოდი მას და მანანა მას მადლობა თქვენ მათემატიკის სწავლებისთვის, ძალინ მზრუნველები იყავით, ნატო მას მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს გაგიცანით, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დაგვიტოვეთ, ძალიან საყვარელი ხართ, მარიზა მასწავლებელო ულამაზესი და საყვარელი ხართ, რაც შეეხება ჩემს კლასელებს: ირმა, ირაკლი, ანა, მათე, ანი, ბეჟანი იწყება თქვენთვის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი! წარმატებები და ბედნიერი მომავალი მინდა გისურვოთ! იყავით სულით ლამაზი და გული გქონდეთ წმინდა! გაუფრთხილდით ერთმანეთს და ყოველი წამი დააფასეთ! თითოეული თქვენთაგანის ჩახუტება უებარი წამალია ჩემთვის! თქვენი ბედნიერი სახე კი სიცოცხლის გამახანგრძლივებელი!“,- წერს მარიამ თვალაბეიშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...