მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის დირექტორი სოფო ერისთავი მე-12 კლასელებს - თინა არველაძეს, ნინო ლიპარიშვილს, ანა სანიკიანს, ლალი ტოფაძეს, ლილი მებულიშვილს, გვანცა სანიკიანს, გოგიტა რაზმაძეს, გიორგი ჩაჩუას, ლუკა შათირიშვილს და ჟუჟუნა ქარჩხაძეს სკოლის დამთავრება მიულოცა.
„2020 წლის 20 მაისს, XII კლასის მოსწავლეებმა სწავლა დაასრულეს უჩვეულოდ, დისტანციურად. ამ მნიშვნელოვან დღეს ვულოცავ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინას საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებს: თინა არველაძეს, ნინო ლიპარიშვილს, ანა სანიკიანს, ლალი ტოფაძეს, ლილი მებულიშვილს, გვანცა სანიკიანს, გოგიტა რაზმაძეს, გიორგი ჩაჩუას, ლუკა შათირიშვილს და ჟუჟუნა ქარჩხაძეს.
ჩემთვის დღევანდელი დღე ორმაგად სევდანარევი სიხარულია! როგორც პედაგოგისთვის ასევე მშობლისთვის.
ამ დიდ გამოწვევას ჩვენ ერთად გავუმკლავდით და ვიცი გენანებათ ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება, ამასთანავე გიხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება. წინ ხომ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უკვე აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად, უფრო მეტი პასუხისმგებლობები გეკისრებათ, ვიდრე აქამდე და უფრო რთული და საინტერესო ცხოვრებისეული ბარიერები გაქვთ გადასალახი. თქვენი პირველი მასწავლებელი - თბილი, მოსიყვარულე, მუდამ მოწესრიგებული და ამასთანავე მკაცრი და მომთხოვნი- ციცინო იმედაძე, დამრიგებელი, რომელიც ამ წლების მანძილზე გვერდში გედგათ... სხვა მასწავლებლებიც არ დაგავიწყდებათ. ყველაზე ხალისით იმას გაიხსენებთ, ვისაც უფრო მეტად აწვალებდით და „სისხლს უშრობდით“ მთელი ამ წლების მანძილზე... გაგახსენდებათ ერთად გადალახული სიძნელეები, კურიოზები, ექსკურსიები, „შატალოები“, მასწავლებლების საყვედურები, ზეიმები...
დღეს მე მივალ სკოლაში და უჩვეულო პირობებში დავრეკავ ბოლო ზარს თქვენთვის. წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ გვჯერა თქვენი. უფალი იყოს თითოეული თქვენთაგანის მფარველი ცხოვრების ამ რთულ გზაზე“,- აღნიშნულია დირექტორის მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...