მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „გრინფისი“ აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2020“, რომლის სლოგანიც იყო „თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისათვის“.
„კლუბმა სლოგანის სრული შესაბამისობით ითანამშრომლა როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბიოფილებთან“. "გრინფისის" წევრებმა ბევრი საინტერესო აქტივობა განახორციელეს: გაიარეს ნიკო კეცხოველის გზა, ბაღდათი -საირმე; ბაღდათი-ფოთი-ქობულეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები. განახორციელეს საინტერესო აქტივობები მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად: სუფთა წყალი და სანიტარია-აწარმოეს ბაღდათში სასმელი წყლის კვლევა, დაათვალიერეს საირმის წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა, განახორციელეს პროექტი „წყალი სიცოცოხლეა“. „ჯანმრთელობა და კეთილდღეობის“ ფარგლებში კვირეული: „არა ნარკოტიკს, არა თამბაქოს, არა ნარკოტიკს“, აღნიშნეს მსოფლიო შიდსის საწინააღმდეგო დღე... ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის ჩაატარეს მხიარული სტარტები. მდგრადი განვითარების მიზნის ნარჩენების მართვის ფარგლებში ჩააბარეს 500კგ. მაკულატურა, მოახდინეს ბიონარჩენების კომპოსტირება, ჩაერთვნენ საყოველთაო კომპანიაში, „ჩაანაცვლე პლასტმასა“ და სხვა. „არა შიმშილს, არა სიღარიბეს“ ფარგლებში დაეხმარნენ სოციალურად დაუცველ ოჯახს. ტყის ეკოსისტემების დაცვისათვის ნაძვის ხეების მოჭრის საწინააღმდეგო კამპანიაში „ნუ მოჭრი მორთე“ აქტიური მონაწილეობა მიიღეს და არაერთი ნაძვის ხე მორთეს საახალწლოდ. იყო სემინარები „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყე, ავსტრალიის ხანძარი - დედამიწის კიდევ ერთი ტრაგედია და ა.შ.
პანდემიის პირობებში შემუშავდა ქულების დაგროვების განახლებული ონლაინ აქტივობებზე მორგებული სისტემა. ეკოკლუბის წევრები ბევრ საინტერესო ონლაინ ვებინარს და სემინარს დაესწრნენ, აღნიშნეს დედამოწის, ბიომრავალფეროვნების, ევროპის დღეები. მონაწილეობა მიიღეს ესეების კონკურსში, 22 მაისს ბაღის ფრინველთა საათის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ფრინველთა მონიტორინგში. კატეგორიაში „ბუნება ჩემ გარშემო“ აღრიცხეს 30-ზე მეტი ფრინველი და ცხოველი. 31 მაისს forestri ge -ზე ეკოკლუბმა ბოლო განხორციელებული აქტივობა ატვირთა და ქულების დაგროვების სისტემაც შეწყდა.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - არ არის უბრალოდ კონკურსი, ეს უწყვეტი პროცესია ახალი შესაძლებლობების მიღებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდისა და ორგანიზებული განვითარებისათვის.
წარმატებებს ვუსურვებთ ეკოკლუბის წევრებს: ზოი პოტამიტს, ანი გოგსაძეს, ნინო გრძელიძეს, მანანა ხეცურიანს, ნია რობაქიძეს, ლუკა კოხოძეს, საბა გოგსაძეს, თამარ ჩხეიძეს, ლიზი ჭანტურიას და პროექტში მათ ხელმძღვანელს ბიოლოგიის მასწავლებელს ლია ტყემალაძეს. წინ ხომ კიდევ ნახევარფინალი და ფინალია, რომელიც აგვისტოსა და სექტემბერში გაიმართება“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...