სიახლეები
სიახლეები

რა შევიტყვეთ განათლების რეფორმაზე ახალი გიორგი გახარიას გამოსვლიდან? - პრემიერის ყველა აქცენტი
26-06-2020
-
+


განათლებაზე სიტყვით გადასვლა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობასა და ქართული საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ხაზგასმით დაიწყო. გიორგი გახარიამ წლიური ანგარიშის წარდგენისას განათლების სფეროს მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. 

„საქართველოს შემთხვევაში ადამიანური კაპიტალი არის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა და საბოლოო ჯამში, ძირითადი რესურსი. აქედან გამომდინარე, გამართლებული და სწორი გადაწყვეტილებაა განათლების სისტემური რეფორმა. კომპეტენციის და კაპიტალის თვალსაზრისით, ადამიანური კაპიტალი სულ უფრო და უფრო ეფექტურად იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ქვეყანაში. ამას მარტივი მიზანი აქვს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდებ ჩვენი განათლების სისტემის გავლის შემდეგ, გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანები იყვნენ. სხვა შემთხვევაში ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც გაივლიან ქართულ განათლების სისტემას, ვერ გაუწევენ გლობალურ ბაზარზე კონკურენციას თავის თანატოლებს, რომლებსაც ღირსეული, ეფექტური უფრო წარმატებული განათლების სიტემა ექნებათ გამოვლილი. ეს არის სიტემური პრობლემა და გამოსასწორებელი. მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტურები, განათლების რეფორმა არის გრძელვადიანი და კომპლექსური, რომელიც მოიცავს განათლების ყველა ეტაპს. არ უნდა გვქონდეს ილუზია რომ ეს რეფორმა დასრულდება ერთ-ორ წელში. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ განათლების რეფორმაზე მოუწევს ბევრ თაობას მუშაობა, რომ სულ უფრო და უფრო მდგრადი იყოს ეს სისტემა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე მუშაობა არ უნდა დავიწყოთ და სწრაფად არ ვიმუშაოთ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმუშაოთ, იმისთვის, რომ პირველი შედეგები უახლოეს პერიოდში დაგვიდგეს. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია“ - განაცხადა პრემიერმა. 

შესავლის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანა, გამოწვევებზე ისაუბრა და პარლამენტის ტრიბუნიდან რამდენიმე სიახლეც დაანონსა. 

„მაგალითისთვის, ეს გახლავთ ახალი სკოლის მოდელი, რომელშიც ჩართული 166 სკოლა და ეხება 4 ათასზე მეტ მასწავლებელს.

შეიძლება გასაკვირი, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტია და ეს პროცესი სრულდება. ეს არის სკოლების ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს. 2 ათასზე მეტი სკოლა სრულად უნდა იყოს ინტერნეტით დაფარული.

განათლების ხელმისაწვდომობის სხვადასხვა კომპონენტებია, მაგრამ ისეთი ელემენტარული პრობლემები, როგორიც არის ტრანსპორტირება - ბავშვები სკოლამდე ვერ მიდიოდნენ.

ქართული ენის სწავლის ხელმისაწვდომობაც პრობლემა იყო.

დღეის მდგომარეობით, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახლემწიფო-სასწავლო გრანტებით  1395 სტუდენტი სარგებლობს“ - ისაუბრა პრემიერმა გამოწვევებზე. 

ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი განათლების სისტემის სახელფასო პოლიტიკაზე გადავიდა და აღნიშნა, რომ პედაგოგების ხელფასების ზრდა და საპენსიო ჯილდოც უნდა გაგრძელდეს:

„შეუძლებელია, ჩვენ ვისაუბროთ ეფექტურ განათლების სისტემაზე თუ არ გვეყოლება ეფექტური, ღირსეულად ანაზღაურებადი მაღალი კომპეტენციის მასწავლებლები. ამიტომ, რეალურად, ის პროგრამა, რომელიც იყო დაანონსებული ხელფასების ზრდის განათლების სისტემაში, პირველ რიგში, მასწავლებლებში, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება.

აქ მინდა კიდევ გავიხსენოთ, საპენსიო ასაკის 4826 პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო ფულადი ჯილდოს სახით ღირსეულ პენსიაზე გაგზავნილი. ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს ერთჯერადად და ასევე დაზღვევას სიცოცხლის ბოლომდე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ პროგრამას აქვს ორი მიზანი - სწრაფად მივცეთ ღირსეულად პენსიაზე გაცილების შესაძლებლობა ჩვენს ღვაწლმოსილ, პენსიის ასაკს მიღწეულ ადამიანებს და სისტემა შევავსოთ ახალი, ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ხელფასების შემდეგ კი პრემიერი ეროვნული გამოცდების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსაც გამოეხმაურა: „დღეის მდგომარეობით, განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული გეგმა ძალაშია. სამინისტრო და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ეროვნული გამოცდები ჩატარდეს ღირსეულად, ისე როგორც შეეფერება ჩვენ სკოლის მოსწავლეებს“. გამოცდებზე პირბადეების მოხსნის შესახებ კითხვა გამოსვლის შემდეგაც დაუსვეს, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ეპიდემიოლოგების გადასაწყვეტია.

უსაფრთხო სკოლის კონცეფცია იყო მორიგი საკითხი, რაზეც გახარიამ გაამახვილა ყურადღება.

უსაფრთხო სკოლის კონცეფცია უკიდურესად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს სკოლებში არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მუდმივი პრობლემა იყო და ამ პრობლემის გამოსწორებას სისტემური მუშაობა სჭირდება. ამ მიმართულებით უსაფრთხო სკოლის კონცეფცია არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და აქ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 2019 წლის განმავლობაში იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი მანდატურის სამსახურის ეფექტურობა რაოდენობრივადაც და ხელფასის თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დასრულდა 8 ახალი სკოლის მშენებლობა და წლის ბოლომდე დასრულდება 70 ახალი სკოლის მშენებლობა, დასრულდა 717 სკოლის რეაბილიტაცია და 111-ში მიმდინარეობს სამუშაოები, რაც დასრულდება ახალ სასწავლო წლის დაწყებამდე - ასეთია სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მიმართულებით პრემიერის მონაცემები.

პროფესიული განათლება იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა და შესავალში ნახსენები გლობალიზაციის ჭრილში განიხილა: 

„პროფესიული განათლების მიმართულებით ავტორიზაციის დებულებებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც მისცემს ჩვენს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას, რომ მიიღონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტორიზაციის ნორმები, რაც მისცემს ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობას, მას შემდეგ, რაც დაასრულებენ პროფესიული განათლების დაწესებულებებს, ღირსეულად იმუშაონ საქართველოს გარეთაც ევროპის იმ ქვეყნებში, რომელი აკრედიტაციაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ.

ახალი კოლეჯები აშენდა კასპში და შუახევში, ხოლო ხულოში გაიმართა ფილიალი ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯისა. პროფესიული განათლების პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ მოსწავლეები საცხოვრებელი ხარჯებიდან გამომდინარე ვერ მიდიოდნენ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, ეს იყო ყოველთვის პრობლემური, ამიტომ ჩვენ პროფესიული განათლება უფრო და უფრო უნდა დავუახლოვოთ მომხმარებელს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გლობალიზაციის ჭრილში განიხილა და საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტზე საუბრით დაასრულა პრემიერმა: „ერთ-ერთი დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს უნდა იყოს უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტის დაწესება საქართველოში. ეს უნდა იყოს საუნივერისტეტო ცხოვრების ის ქალაქი, სადაც  საერთაშორისო დონეზე, კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლების ახალგაზრდები და სტუდენტები უნდა სწავლობდნენ და ამ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მათ უნდა შეეძლოთ გლობალურ კონკურენციაში მონაწილეობის მიღება. ეს არის უმნიშვნელოვანესი, სტანდარტის დამაწესებელი პროექტი, რომელმაც სულ უფრო და უფრო მეტი მიმართულებები მოიცვას“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

ცვლილება საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგებისთვის - დამტკიცდა განათლების დაროგობრივი მახასიათებელი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება