სიახლეები
ინტერვიუ

„65-ის მაგივრად 20 საათი რომ ჩაატარეს, პედაგოგების მხრიდან დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნა, გამართლებული არ იქნება“
26-06-2020
-
+


რამდენიმე დღის წინ სკოლის ლიდერთა ასოციაციის ინიციტივით, გავრცელდა პეტიცია, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებას 1 სექტემბერს ითვალისწინებდა. როგორც იდეის ავტორმა, ელზა ბადაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ მოსწავლეები  მომზადებულები შეხვედროდნენ სწავლების მომდევნო ეტაპს და განსაკუთრებით ეს ტექნიკურ საგნებს ეხებოდა. თუმცა განათლების სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო აღმოჩნდა - სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება და ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ იგეგემება.

ამის შემდეგ Etaloni.ge ელზა ბადაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ინტერვიუში სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხსაც შეეხო:

- ჩვენ გვინდოდა გაგვეგო, რას ფიქრობდა განათლების სამინისტრო 1 სექტემბერს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან საუბრობდნენ, რომ იქნებოდა ვირუსის გავრცელების მეორე, მესამე ტალღა და მოგვიწევდა ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა.

- თუმცა განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ სწავლის დაწყების თარიღი უცვლელი რჩებოდა. რეალურად, ქალბატონო ელზა, რას მოგცემდათ ის ორი კვირა?

- პირველ რიგში გეტყვით - 1 სექტემბერს სწავლის დაწყება აუცილებელი იმიტომ გვგონია,  რომ ძალიან დიდი ჩამორჩენა გვაქვს პროგრამებში. ზოგადად, სასწავლო პროცესი არის 35-კვირიანი, აქედან კი მხოლოდ 22 კვირა ვისწავლეთ და დარჩენილ 13 კვირაში, მათემატიკა უნდა ჩატარებულიყო  65საათი; ამ დროს, დისტანციური სწავლება წარიმართა 10 კვირის მანძილზე და ჩატარდა, მხოლოდ 20 საათი! სრული 65 საათის მაგივრად, მასწავლებელმა მხოლოდ  20 საათი ჩაატარა! და სრულიად წარმოუდგენელია ამ დროში, ამხელა მასალის გავლა.

ჰუმანიტარულ საგნებთან მიმართებაში, შეიძლება ნაწარმოები ვერ წაიკითხო სრულად, მაგრამ იმ უნარ-ჩვევებზე მაინც გადიხარ, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა საფეხურებრივად გთხოვს, მაგრამ წარმოუდგენელია, ტექნიკური საგნები მეხუთეკლასელმა ბავშვს ამდენი საათი გაუცდეს და პირდაპირ მეექვსე კლასის პროგრამით დაიწყოს სწავლება. ამიტომაც გვჭირდება დრო და რეალურად, ის ორი კვირაც არ გვეყოფა და თუ საჭირო იქნება, შესაძლებელია, შაბათის სწავლების ან დამატებითი წრეების გამოყენება ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, დაახლოებით რამდენი მოსწავლე ვერ ჩაერთო ონლაინ-გაკვეთილებში?

- დაახლოებით, მოსწავლეების 1/3 იყო ჩართული, დანარჩენები ან საერთოდ ვერ ერთვებოდნენ, ან - ხანდახან... მიზეზები ყოველთვის იყო, ასე რომ, არ არის დაბალი პროცენტი, ვინც ვერ შეძლო დასწრება, თუმცა ვინც ჩართული იყო, მასწავლებელი მაინც ვერ მოახერხებდა დაგეგმილი პროგრამის გავლას, ზერელედაც კი.

- დისტანციური სწავლების კიდევ ერთი გამოწვევა, კერძო სკოლების საკითხია.

- ვინ გადაიხდის თანხას, თუ დისტანციურად იქნება სწავლა?! ფაქტია, დისტანციური სწავლების შემთხვევაში, ეს სკოლები დახურვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება და ამიტომაც შევთავაზეთ განათლების სამინისტროს, სკოლებისთვის მიეცათ საშუალება, თავად აერჩიათ, დისტანციურ სწავლებას შესთავაზებდნენ მოსწავლეებს, სკოლაში გაწერილი გრაფიკით სიარულს თუ ე.წ. ჰიბრიდულ მოდელს. კერძო სკოლა მარტო ბიზნესი ხომ არ არის? ამდენი პედაგოგია დასაქმებული და ეს ადამიანები უმუშევრად დარჩნენ, არ მიმაჩნია სწორად.  

- თქვით, შაბათის სწავლების ან წრეების საშუალებით ეცდებით, აანაზღაუროთ გაცდენილი დრო, ქალბატონო ელზა, ასეთ დროს პედაგოგებს დამატებით მოუწევთ მუშაობა და მათი ანაზღაურება გაიზრდება?

- თუ ასე ვიმსჯელებთ, „კოვიდის“ დროს 65 საათის ნაცვლად, 20 რომ ჩაატარეს, ხელფასი არ შეგვიმცირებია; სახლში იყვნენ, არანაირი ხარჯი არ ჰქონდათ... პედაგოგებს ხელფასი არ დაკლებიათ,  სრულყოფილად აიღეს და აქედან გამომდინარე, მგონი, მორალურად გამართლებული არ იქნება პედაგოგების მხრიდან, დამატებითი ანაზღაურება მოითხოვონ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება