მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას დღეს, 27 ივნისის, 12:00 საათიდან შეძლებენ.
დღეიდან საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეუძლიათ აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრობის მსურველებს.
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ბარათი არის ის დოკუმენტი, რომელის წარმოდგენაც აუცილებელია პირადობის მოწმობასთან ერთად იმისთვის, რომ აპლიკანტი დაიშვას საგამოცდო ცენტრში.
როგორ უნდა ამობეჭდოს აპლიკანტმა საგამოცდო ბარათი? - გთავაზობთ ინსტრუქციას:
ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, ვებგვერდზე online.naec.ge შესვლის შემდეგ, პირად გვერდზე (სადაც ირჩევთ გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობთ შედეგებს) უნდა გამოიყენოთ ღილაკი - „დაბეჭდეთ ბარათი“.
ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.
მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4). საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია სასურველი რაოდენობით, არაერთხელ, რაც აპლიკანტს აარიდებს ისეთ პრობლემას როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება.
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება.
საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
იხილეთ ასევე: საგამოცდო ცენტრების სია და დამატებითი ტრანსპორტის მარშრუტები ცნობილია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს