მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში ცვლილებები შევიდა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.
ბრძანების მიხედვით განისაზღვრა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის კომპეტენცია:
ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრა და სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში;
დ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა და საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;
ე) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;
ვ) საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია, განხორციელება, მონიტორინგი, პოპულარიზაციის ხელშეწყობა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში სამინისტროს მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა;
ზ) პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, კონკურსების ადმინისტრირება და შესრულების მონიტორინგი;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ი) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში/დარგებში სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის წარმართვა, კოორდინაცია, განხორციელების ხელშეწყობა, მონიტორინგი და შეფასება;
კ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების/დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევითი საქმიანობის ინიციირება/წარმართვა/კოორდინაცია;
ლ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში/დარგებში ეროვნულ დონეზე არსებული სიტუაციის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების, ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავება;
მ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების/დარგების მიმართულებით სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია და გეგმის შესრულების კონტროლი/მონიტორინგი;
ნ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, მის სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო დახმარება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით;
ო) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში/დარგებში ინკლუზიური განვითარების (საზოგადოების მარგინალიზებული/მოწყვლადი და ნაკლებად დაცული ჯგუფების ჩართულობის) ხელშეწყობა, ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სხვა პროგრამების/პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
პ) სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ჟ) სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგში;
რ) უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების/დარგების მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით;
ს) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიებისა და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;
ტ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სტრატეგიების დაგეგმვის, განხორციელების პროცესისა და შედეგების გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფა;
უ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
განათლების სამინისტრომ 2020 წლის 5 ივლისამდე უნდა უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა