მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო კახნიაშვილმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დასრულება დიდი სიყვარულით მიულოცა. პედაგოგმა მოსწავლეებს სკოლაში მისვლის დღე გაახსენა და წინსვლა უსურვა.
„ჩემო ძვირფასო პატარა მეგობრებო, გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დამთავრებას. 2019-2020 წლები თქვენთვის იყო სიახლის, გამოწვევების და განსაცდელთა დაძლევის, რომლებსაც გმირული შემართებით შეხვდა თითოეული თქვენგანი და მაღალი პასუხისმგებლობით გაუმკლავდა კიდეც. კარგად მახსოვს თქვენი დაბნეული და მრავლისმეტყველი თვალები სკოლაში მოსვლის პირველ დღეს. ათასობით კითხვა ტრიალებდა თქვენს გულსა და გონებაში, რომელთა პასუხები ანბანის სწავლასთან ერთად გარკვეული და ნათელი ხდებოდა. თქვენ საოცარი ენთუზიაზმით შეძელით თავი გაგერთვათ მსოფლიოში გამოწვეულ პანდემიის რეჟიმს და ონლაინ სწავლების კურსიც უპრობლემოდ აითვისეთ. თქვენი გმირობისა და მოტივაციის საფუძველს კი შეადგენდა ის დედაენა, რომელიც დიდი იაკობისაგან მემკვიდრეობით გვერგო თითოეულ ქართველს. ასე დისტანციურად გააცილეთ ანბანი და კვლავ გაბრწყინებულები და იმედით აღსავსე ელოდებით მეორე კლასში გადასვლას. გისურვებთ წარმატებებით და წინსვლით დაგეძლიოთ თითოეული საფეხური და საამაყო გზით გევლოთ მთელი ცხოვრების ასპარეზზე.
თითოეულ პირველ კლასელს შორიდან მინდა მოგეფეროთ პოეზიის ენით კიდევ ერთხელ მოგილოცოთ პირველი კლასის დამთავრება.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...