მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულდა. მიმდინარე წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით. სწორედ ამ თემაზე სკოლები სტატიებს გვიზიარებენ.
„უჩვეულო სასწავლო წლის დასასრული“ - ხოფურის საჯარო სკოლის დირექციამ 2019-2020 სასწავლო წელი შეაფასა და პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაწეული გმირული შრომისათვის მადლობა გადაუხადა.
როგორც სკოლის ინფორმაციაშია აღნიშნული, დასაფასებელია იმ მასწავლებლების შრომა, რომლებმაც ასეთ რთულ გამოწვევას ქედი არ მოუხარეს და განვითარებად აქციეს, თუმცა აღსანიშნავია მშობელთა მონდომება და ჩართულობაც.
ხოფურის საჯარო სკოლის გუნდმა, დისტანციური დროებითი სასწავლო პროცესის სწრაფად შემუშავებით, მისი დაცვისადმი ერთიანი მიდგომის უზრუნველყოფით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და მოსწავლისა თუ მშობლის აქტიური ჩართულობით მოახერხა და ყველა მოსწავლე ჩართო დისტანციურ სასწავლო პროცესში.
„სირთულეები მრავლად იყო, ძირითადად, მასწავლებლებთან სისტემური კომუნიკაციის, მათთვის კათედრებისა და დამრიგებლების მიერ მიწოდებული სიახლეების მიღებისა და დავალებების პუნქტუალურად, ერთნაირი მიდგომით შესრულების მხრივ, რათა თითოეულ მოსწავლეს და მშობელს დროულად მიეღო სკოლის საქმიანობის ახალ რეჟიმზე გადასვლის შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია.
მრავალი გამოწვევა დაგვიძლევია, მაგრამ უფრო რთული და უჩვეულო აღმოჩნდა უჟრიამულოდ, უპედაგოგოდ დარჩენილი სასკოლო გარემო. იყო უამრავი შიში, განცდა და ამ ყველაფერთან ერთად ბრძოლაც იმისათვის, რომ ჩვენი მოვალეობებიც უწყვეტ რეჟიმში შეგვესრულებინა.
2019-2020 სასწავლო წელი, მისი უჩვეულო გამოწვევებით ვფიქრობთ, რომ წარმატებით დავძლიეთ, მივაღწიეთ ე.ს.გ-ის მიხედვით დასახულ მიზნებს და კიდევ უფრო მეტი მონდომებით შევუდგებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
დირექციამ დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული მოსწავლეები სპეციალური სიგელებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოვა და მომავალი წარმატებები უსურვა,“-აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...