მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ბენიძე XII კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. პედაგოგმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სკოლაში გატარებული წლები გაახსენა და წარმატებები უსურვა.
„ზაფხულის საოცარი სილამაზისა და სიცოცხლის სურნელი ტრიალებს ირგვლივ. 2020 წლის 15 ივნისი, როგორ ელოდით ამ დღეს, ბოლო ზარის ხმას, რომ გამომშვიდობებოდით სკოლის კედლებს, მეგობრებს, თქვენზე მზრუნველ მასწავლებლებსა და გვერდით მდგომ დირექტორს - ნინო ჯალიაშვილს. მინდოდა ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო, მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა, ესეც რჩეულთა ხვედრია.
არსებული ვითარება არ გაძლევთ ზეიმისა და ბოლო ზარის სრულყოფილად განცდის საშუალებას, ამიტომ შორიდან გეფერებით.
დღეს გაიხსენებდით, როგორ მოხვედით სკოლაში, როგორ გამოიყურებოდით, როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ შეუდექით ცოდნის ტაძრისკენ მიმავალ გზას, მოსიყვარულე შორენა მასწავლებელთან ერთად. გაიხსენებდით გადალახულ სიძნელეებს, კურიოზებს, ექსკურსიებს, მიღწეულ წარმატებებს, დაე, ეს იყოს საუკეთესოს დასაწყისი თქვენს ცხოვრებაში, სადაც შეძლებთ თქვენი სურვილების განხორციელებას.
გილოცავთ! წარმატებები და ულევი სიხარული თანმდევი იყოს თქვენი ცხოვრების გზაზე! მიყვარხართ და მეამაყებით! გახსოვდეთ! თქვენს გვერდით ვიქნები და თვალს ვადევნებ თქვენს წარმატებებს“,-წერს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...