სიახლეები
საინტერესო

გამოცდები მსოფლიოში: როგორ აბარებენ პანდემიის პირობებში გამოცდებს სხვადასხვა ქვეყნის აბიტურიენტები
04-07-2020
-
+


კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს აბიტურიენტები, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი წესებით ჩააბარებენ. მისაღები გამოცდების პროცედურის ადაპტირება არა მხოლოდ საქართველოს მოუწია. საინტერესოა თუ როგორ აბარებენ აპლიკანტები გამოცდებს სხვადასხვა ქვეყნებში.

თითქმის პირველები ვინც წელს, პანდემიის პირობებში გამოცდები ჩააბარეს ჰონგ-კონგელი მოსწავლეები იყვნენ. მოსწავლეები პირბადეებით და უსაფრთხო დისტანციით ისხდნენ. 

10 ივნისს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდა მეზობელ აზერბაიჯანში. მოსწავლეები გამოცდაზე სამედიცინო ნიღბებით მივიდნენ. მოსწავლეებმა შენობის შესასვლელში თერმოსკრინიგი გაიარეს. კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით მოსწავლეებს ასევე უნდა წარმოედგინათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.



გამოცდები არ გაუუქმებიათ ასევე, გერმანიაში სკოლის დამთავრების შემდეგ გერმანელი მოსწავლეები ​ Abitur-ს - ფინალურ გამოცდას აბარებენ, რომლის შედეგები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად გამოიყენება. გერმანიის ზოგიერთ მიწაზე ეს გამოცდები უკვე ჩატარდა, ზოგან ჩატარების თარიღმა გადაიწია. მაგრამ ისინი ტარდება სკოლებში გამძაფრებული ღონისძიებებით და დეზინფექციით.

ფინეთში ერთიანი სახელმწიფო სტანდარტიზებული ტესტი, რომელსაც სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები აბარებენ გადადეს. შენობები მისაღები გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა აბიტურიენტებს შორის ფიზიკური დისტანციის გათვალისწინებით და ჰიგიენის აუცილებელი წესების დაცვით მოამზადეს.

არაბული ქვეყნები

მთელ რიგ არაბულ ქვეყნებში - ეგვიპტეში, იორდანიაში, მაროკოში, პალესტინასა და სირიაში - გამოსაშვები გამოცდები ჩვეულ ფორმატში სკოლის შენობებში ჩატარება, რომელსაც გულმოდგინედ გაუკეთებენ დეზინფექციას.

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია, რომელსაც პანდემიაზე ეფექტური და დროული რეაგირების მაგალითად მოიხსენიებენ, გამოცდებს გეგმის მიხედვით - ნოემბერში ჩაატარებს, მისი ონლაინ-ფორმატში ჩატარების შესაძლებლობით.

რიგ ქვეყნებში გამოსაშვები გამოცდები გადადეს ან ფორმატი შეცვალეს. 

საფრანგეთი

საფრანგეთში საშუალო განათლებას ორი ტიპი აქვს: კოლეჯი და ლიცეუმი. ლიცეუმის 17-18 წლის კურსდამთარებული უნივერსიტეტში ჩასაბარებლად გამოცდა - baccalaureat-ს აბარებს. 

ეს წერილობითი გამოცდა ნაპოლეონმა 1808 წელს დააწესა. წელს ის ივნისის შუა რიცხვებში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო მისი ტრადიციული ხერხით ჩატარება შეუძლებელი გახდა. ამიტომ იგი შეიცვალეს ცოდნის შესამოწმებელი სამუშაოებით, რომლებსაც უნდა ეჩვენებინათ კურსდამთავრებულთა წინსვლა, იმ მასალის გათვალისწინებით, რომლის ათვისებაც სასწავლო წლის ¾ -ში მოასწრეს.

აშშ

აშშ-ში სკოლის გამოსაშვები გამოცდების გადადება ან გაუქმება შეუძლიათ ცალკეული შტატების ადგილობრივ ორგანოებს ასე, SAT (სტენდარტიზირებული ტესტი ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად) ივნისიდან სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის ახალ რიცხვებში გადაიტანეს.

გამოცდები პანდეემით გამოწვეული სიტუაციისგან დამოუკიდებელად ონლაინ-ფორმატში ჩატარდება, ხოლო აბიტურიენტები მის ჩაბარებას სახლში შეძლებენ. გადაინაცვლა ACT-ის ჩატარების თარიღებმაც (American College Test) ზოგიერთი შტატის კოლეჯები კი ჩარიცხვის პირობებს ცვლიან და და ამ გამოცდას წელს არასავალდებულოდ აცხადებენ.

დიდი ბრიტანეთი

სკოლის ყველა გამოსაშვები გამოცდა - General Certificate of Secondary Education და A Level, რომლებიც ჩვეულებრივ მაის-ივნისში ტარდება, წელს გადაიდო. მართალია მოსწავლეები თავის ფინალურ ნიშანს გამოცდების ჩაბარების გარეშეც მიიღებენ. ეს იქნება გამოთვლილი ქულები - calculated grades. თავის ქულებს მოსწავლეები აგვისტოში მიიღებენ და უნივერსიტეტებში დოკუმენტების შეტანას შეძლებენ.

იხილეთ ასევე: „სამდღიანი ჯოჯოხეთი“ - როგორ აბარებენ ჩინეთის სკოლებში ეროვნულ გამოცდებს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება