მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაფხულის არდადეგები ამერიკაში ჯერ მხოლოდ დაიწყო, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის ფონზე, მშობლებისთვის აქტუალურია კითხვა - როგორი იქნება 2020-2021 სასწავლო წლის სკოლა? ამიტომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების კვალდაკვალ ამერიკის პედიატრიის აკადემიამ (AAP) სკოლების გახსნის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
მართალია თითოეულმა შტატმა და ადგილობრივმა ოლქმა თავად უნდა ჩამოაყალიბოს სკოლების გახსნის მისეული სტრატეგია, მაგრამ ეს რეკომენდაციები წარმოდგენას გვიქმნის თუ როგორი იქნება ახალი სასწავლო წლიდან ამერიკული სკოლა.
AAP სკოლაში მოსწავლეთა ფიზიკური დასწრების მომხრეა, მაგრამ ის ასევე ადგილობრივ მთავრობებს სთავაზობს „კოორდინირებულ ჩარევას“, რომელიც მიმართული იქნება SARS-CoV-2-ის რისკის შემცირებისკენ და არა აღმოფხვრიკენ“.
მათი ბევრი შეთავაზება აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეკომენდაციების ანალოგიურია და თავის თავში მოიცავს ნიღბების ტარებას, ტემპერატურის შემოწმებას, კლასებში, დერეფნებსა და ავტობუსებში სოციალურ დისტანციას. ასევე, მათი რეკომენდაციაა, რომ მოსწავლეების იმუნიზაცია იყოს დროული.
სახელმძღვანელოში მოცემულია რეკომენდაციები ნიღბების გამოყენების და სოციალური დისტანციის შესახებ ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა მოსწავლეთა ასაკი, განვითარების სტადიები და განსაკუთრებული მოსაზრებები.
ასაკის მიხედვით ისინი სტრატეგიებს აქვეყნებენ. მაგალითად, სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებისთვის ისინი რეკომენდაციებს უწევენ ჯგუფურ კლასებს, სუფთა ჰაერზე დროის გატარებას და შენობაში ვიზიტორების რაოდენობის შეზღუდვას, რადგან ამ ასაკში რთულია სოციალური დისტანციის დაცვა.
დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა კი უნდა ატარონ ნიღბები, მერხები უნდა განლაგდეს ერთმანეთისგან 3-6 ფუნტის (2 მეტრამდე) დაშორებით, რეკომენდირებულია გაკვეთილების ჩატარება როგორც ღია ცის ქვეშ ისე ჯგუფებში. რაც შეეხება საშუალო სკოლის მოსწავლეებს (6–12 კლასები) AAP ხაზს უსვამს ფიზიკური დისტანციის, ნიღბების ტარების და სუფთა ჰაერზე ყოფნის მნიშვნელობას.
სხვა რეკომენდირებული ღონისძიებები მოიცავს ავტობუსებში ადგილების მონიშვნას, ავტობუსებში მინიმალური მგზავრების რაოდენობასა და ალტერნატიული ტრანსპორტირების წახალისებას.
მოსწავლეები ასევე უნდა გადანაწილდნენ ჯგუფებად საკვების მიღებისას, კლასებში ან ღია ცის ქვეშ წახემსებისას, თუ ეს შესაძლებელია.
და, რა თქმა უნდა, თუ მოსწავლეს აქვს სიცხე ან რაიმე სხვა სიმპტომი, ის უნდა დარჩეს სახლში, რომ პოტენციური გავრცელება აღიკვეთოს.
გასათვალისწინებელია, რომ AAP -ში წარმოდგენილი ყველა სახელმძღვანელო პრინციპი, მხოლოდ რეკომენდაციაა და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითოეულმა შტატმა და ადგილობრივი ოლქმა უნდა ჩამოაყალიბოს სკოლების გახსნის საკუთარი სტრატეგია. AAP-ს ყველა რეკომენდაციის ნახვა შესაძლებელია საიტზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს