მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე I მუნიციპალურ ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ხელვაჩაურის რესურსცენტრი.
„ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მხარდაჭერით გაიმართა I მუნიციპალური ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით: „არაფორმალური განათლება და დისტანციური სწავლება“.
კონფერენციის მიზანი იყო: არაფორმალური განათლების ხელშეწყობა დისტანციური ფორმით; მოსწავლეთა წიგნიერების დონისა და მოტივაციის ამაღლება; მსჯელობის, აზრთა გაზიარების, თანამშრომლობის, თავისუფალი აზროვნების, დისკუსიის უნარების განვითარება. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების საგნობრივ ონლაინ (ბიოლოგიის, ქიმიის, სამოქალაქო განათლების, ისტორიის, წიგნის კითხვის მოყვარულთა) კლუბებში აქტიურად ჩართული მოსწავლეები და მასწავლებლები. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მიეღოთ/გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის ცოდნა დისტანციური ფორმით, უამრავ ინტერნეტ–რესურსის, ვებ–გვერდს გაცნობოდნენ და ცოდნა გაეღრმავებინათ.
მოსწავლეებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები. ონლაინკონფერენცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, მოსწავლეები გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, მსჯელობდნენ. კონფერენციას ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, რომელიც აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში. შეხვედრის შეჯამებისას მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური სწავლებაც წარმოადგენს თანამედროვე განათლების დოქტრინის მნიშვნელოვან ნაწილს, ის ასრულებს შემდგომი უწყვეტი სწავლების ფუნქციას, ემსახურება კვალიფიკაციის სრულყოფას, გავლენას ახდენს მოსწავლეთა სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ამიტომაც უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისთვის ონლაინ კლუბებში, კონფერენციებში მონაწილეობა“-აღნიშნულია ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...