მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ქეთი გოგიაშვილი შვილის დამრიგებელს დისტანციური სწავლების დროს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. მშობელი ასევე მადლობას უთვლის შვილის თანაკლასელებსა და სკოლის დირექციას. ქეთი გოგიაშვილმა წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„რუსთავის N5 საჯარო სკოლის მე-11-ბ კლასის მშობლების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი კლასის დამრიგებელს სოფიო ფოჩხიძეს გაწეული იმ უდიდესი შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად დებდა და ასევე დიდი სიყვარულით აგრძელებს თავისი მოსწავლეების აღზრდას და ცხოვრების გზაზე დაყენებას.
3 ივნისი ჩვენს სკოლაში არის თვითმართველობის დღე და ამ პროექტში ჩემს შვილს ჰქონდა პატივი ყოფილიყო მათემატიკის მასწავლებელი და მადლობა, რომ მას ანდეს გაკვეთილის ჩატარება. ასევე მადლობას ვუხდი ყველა მის კლასელს გვერდში დგომისთვის. ამ პროექტმა ბავშვებს მისცა საშუალება, საკუთარი თვალით დაენახათ მასწავლებლის როლი გაკვეთილის მსვლელობისას და გაეანალიზებინათ მსოფლიოში არსებული სირთულე, რომელმაც გავლენა მოახდინა სკოლის ცხოვრებაზე. ამის მიუხედავად სოფიკო მასწავლებლის და სკოლის დირექციის დახმარებით, გვერდში დგომით მე მიმაჩნია, რომ სასწავლო წელი შედგა და ამისთვის ყველას ვუხდი დიდ მადლობას“,-წერს ქეთი გოგიაშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...