მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სვეტლანა მჭედლიანი მესტიის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ როგორც პედაგოგმა, არცთუ იოლი გზა განვლო, ამაყობს, რომ დღემდე პროფესიისა და საკუთარი მოსწავლეების ერთგული დარჩა და მომავალი თაობა არაერთ გამორჩეულ ეროვნულ ნაწარმოებს აზიარა, კითხვაც შეაყვარა და ასევე სიამაყით გვიმხელს, რომ დისტანციური სწავლების გამოწვევებიც, კოლეგებსა და საყვარელ მოსწავლეებთან ერთად ღირსეულად დაძლია.
Etaloni.ge-ს მესტიის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, სვეტლანა მჭედლიანი ესაუბრება:
- მოხარული ვარ, რომ ჩვენმა სკოლამ ღირსეულად დაძლია ყველა გამოწვევა თუ დაბრკოლება, რომელიც განათლების სფეროში პანდემიის გამო შეგვექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგან ძალიან ჭირდა წვდომა ინტერნეტთან, მაინც მოვახერხეთ შეგვესრულებინა ეროვნული სასწავლო გეგმა, აქტიურად ვიყენებდით სხვადასხვა პლატფორმას, სოციალურ ქსელს...
- და რა შედეგზე გახვედით საბოლოოდ, ქალბატონო სვეტლანა. მოსწავლეებმა შეძლეს მიეღოთ საფუძვლიანი ცოდნა მაშინ, როდესაც ხარისხის კონტროლის ბერკეტი მასწავლებლებს არ გქონდათ?
- პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დისტანციურ სწავლებას, მუდმივად კონტაქტზე იყვნენ. გული წყდებოდათ, სკოლაში რომ ვერ ახერხებდნენ სიარულს, მაგრამ მაინც აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში, შესრულებულ დავალებებსაც მიგზავნიდნენ და კარგი უკუკავშირი გვქონდა.
- თუმცა შექმნილ ვითარებაში, ალბათ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრის თანადგომა, თქვენ რამდენად გრძნობდით, რომ ამ „ბრძოლაში“ მარტო არ იყავით?
- მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობთ და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის თავდაუზოგავი შრომა. საოცარი პიროვნებაა, რომლის მხარდაჭერასაც მუდმივად ვგრძნობთ და განსაკუთრებით ეს პანდემიის დროს გამოჩნდა - ცდილობდა, დაგვხმარებოდა, ყოველთვის საქმის კურსში ვყოფილიყავით და ყველა ინფორმაცია გვქონოდა. არ არსებობდა საკითხი თუ პრობლემა, რომელსაც გულთან ახლოს არ მიიტანდა... ასეთი თანადგომა თითოეულ ჩვენგანს სჭირდება, განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში.
- ქალბატონო სვეტლანა, ზოგადად, ეს პროფესია რატომ აირჩიეთ?
- მესტიის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი... სხვათა შორის, ბიძაჩემი იყო ქართულის მასწავლებელი და არ ვიცი, ალბათ, გენეტიკამაც განაპირობა - ყოველთვის მომწონდა ფილოლოგობა... ამის გამო ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დღემდე მოვდივარ ასე.
- რთული პროფესია გაქვთ, ხომ ასეა?
- რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა, როდესაც გიყვარს ბავშვები, საკუთარი პროფესია, ამ სირთულეებს ყურადღებას აღარ აქცევ. დისტანციური სწავლება პირადად ჩემთვის ამიტომაც იყო რთული, რომ ბავშვებთან უშუალო ურთიერთობები აღარ გვქონდა.
- რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ თანამედროვე ბავშვები გაკვეთილით დააინტერესოს?
- ყველა ბავშვს თავისებურად უნდა მიუდგე და მაშინ ისინიც აგყვებიან; კლასგარეშე ღონისძიებები უნდა ჩაატარო, ჩართო სხვადასხვა პროექტში და ასე მუდმივად იგრძნობ მათ სიყვარულს. თუმცა მახსოვს ის დროც, როდესაც მასწავლებლის შრომა, ერთგვარად, გაუფასურებული იყო. მაშინ, საკუთარი პროფესიისადმი ერთგულების შენარჩუნებაც რთული გახლდათ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ძალისხმევას არ ვაკლებდით, გაკვეთილების ჩაგვეტარებინა და მოსწავლეებისთვის სრულფასოვანი განათლება მიგვეცა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.