მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაბუშანური:
„მსოფლიოში და ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ სასწავლო პროცესის მიმდინარეობაც შეცვალა და ვირუსის გავრცელების საშიშროებამ რამდენიმე თვე განსაკუთრებულ რეჟიმში - დისტანციურად სწავლების აუცილებლობა დააყენა. რომელიც უჩვეულო იყო მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვისაც. მიუხედავად სირთულეებისა - ინტერნეტის, ტელეფონის არ ქონა, სსიპ-დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეძლებისდაგვარად გაართვეს თავი ამ პროექტს. როგორც ყოველთვის წელსაც გვყავს სამი აბიტურიენტი. ცოტა გაუძნელდათ ზოგიერთი საგნის დისტანციურად გაგება, მაგრამ მასწავლებლების დახმარებით, თავიანთი პასუხისმგებლობითა და შრომისმოყვარეობით, ისინი მზად არიან ეროვნულ გამოცდებზე წარდგნენ მომზადებულები, შემართებით. 2019-2020 სასწავლო წელს ეროვნულ გამოცდებზე მონაწილე თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვებთ წარმატებას, მხნეობას, ჯანმრთელობას და ვთხოვთ, გაითვალისწინონ საგამოცდო ცენტრებში მითითებული რეკომენდაციები“.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა დაიაური:
„წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ აბიტურიენტებს, დიდ იმედებს ვამყარებთ. ძალიან კარგი ბავშვები გვყავდა. წელს, მე-12 კლასი 2 მოსწავლემ - თორნიკე წინჭარაულმა და აბულეთ დაიაურმა დაამთავრა. სამწუხაროდ არცერთი მოსწავლე არ დაგვმატებია და პირველი კლასი არ გვყავს.
თორნიკე და აბულეთი ძალიან მოწესრიგებული და კარი ბავშვები არიან. დიდ იმედებს ვამყარებ და ვიცი, რომ სწორ გზას აირჩევენ“.
აბიტურიენტებს მიმართავენ და წარმატებებს უსურვებენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექციის წევრები და პედაგოგები:
„მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს საჯარო სკოლის აბიტურიენტებს, სკოლის დირექცია, მთელი პედკოლექტივი .მთელი გულით ვგულშემატკივრობთ და გულით ვუსურვებთ წარმატებებს“.
აბიტურიენტებს ამხნევებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სერგიეთის სკოლის დირექტორი ნატო გეგეჭკორი:
„წარმატებას, წინსვლას და ჯანმრთელობას ვუსურვებ აბიტურიენტებს, ცოდნის წარმოჩენას და მათი შრომის დაფასებას“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...