სიახლეები
სიახლეები

6 ივლისიდან პროფესიული სასწავლებლები გაიხსნება, ტრენინგები და კონფერენციები დახურულ სივრცეში ჩატარდება
30-06-2020
-
+


6 ივლისიდან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები გაიხსნება, ტრენინგი და კონფერენცია დახურულ სივრცეში ჩატარდება. ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მომდევნო ორშაბათიდან ნებადართული ხდება პროფესიული სასწავლებლების ფუნქციონირება, რომლებმაც გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება და მიიღეს დადებითი დასკვნა. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სექტორის შემოწმება და შესაბამისად, მომდევნო ორშაბათამდე ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი სრულად დასრულდება და მათი ფუნქციონირება ნებადართული იქნება“, - აღნიშნა ფერაძემ. 

ორშაბათიდანვე შესაძლებელი იქნება ყველა ტიპის ტრენინგისა და კონფერენციის დახურულ სივრცეში ჩატარება: 

„როგორც იცით, ტრენინგები მხოლოდ ღია სივრცეებში იყო ნებადართული და ორშაბათიდან ყველა ტიპის ტრენინგი და კონფერენცია, მათ შორის, დახურულ სივრცეში იქნება ნებადართული. პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნება გამოქვეყნებული. რაც შეეხება მოთხოვნებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს კონფერენცია-ტრენინგი დახურულ სივრცეში, ეს არის, რომ ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვება, თუ ვერ მოხერხდება დისტანციის დაცვა, აუცილებელი იქნება ნიღბის გამოყენება და ჯგუფური ვარჯიშისას სახის ფარი იქნება სავალდებულო. ყველა სხვა ძირითადი მოთხოვნა, რაც გაწერილია ძირითად მოთხოვნებში (დეზინფექცია, სკრინინგი და ასე შემდეგ), ასევე რჩება ძალაში“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება